მენიუ
ძველი ბერძენი ეპიკოსი პოეტი, ჰესიოდე, უპირატესად ცნობილია ორი პოემით: “თეოგონია” და “სამუშაონი და დღენი”. ანტიკური კულტურისათვის ორივე პოემა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. გამსხვავებით “თეოგონიისაგან”, “სამუშაონი და დღენი” მთლიანად ადამიანებსა და მათ ყოფაზეა ფოკუსირებული და ბერძნულ ლიტერატურაში პირველი დიდაქტიკური ნაწარმოებია.
ადამიანური ყოფის შეჭორვებულობა და მისი მიზეზი, სამართლიანობა, ღირსეულად ცხოვრება, ღმერთების ჯეროვნად პატივგება, გონივრული შრომა ცხოვრების სახსრის მოსაპოვებლად: ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელთაც ავტორი განსაკუთრებული ოსტატობით განიხილავს საკუთარ პოემაში.