31 აგვისტოს - განახლებულ არტერიაში დაუკრავს Hayk Grigoryan Quartet
Hayk Grigoryan – მუსიკოსი, კომპოზიტორი, არტისტი.
დაიბადა 1983 წელს, ერევანში. დაამთავრა ერევანის სახელმწიფო კონსერვატორია.
2015–2020 წლებში იყო ჯაზის ორკესტრის წევრი, რომლის შემადგენლობაში მსოფლიო ტურნეებზე გამოვიდა და მრავალი გამორჩეული მუსიკოსის გვერდით დაუკრა ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორებიცაა Blue Note NY, Blue Note Beijing და Dizzy’s Club Coca-Cola.
საკუთარი ანსამბლით რეგულარულად გამოდიოდა საუკეთესო ჯაზ-კლუბებში, მათ შორის Esse, Igor Butman Club, Kozlov Club და Ulikhanyan Club.