SOLO Mastercard World elite ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით.
ჰაიკ გრიგორიანი — მუსიკოსი, კომპოზიტორი და არტისტი, დაიბადა 1983 წელს ერევანში. დაამთავრა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორია.
2011 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც არაერთ ცნობილ მუსიკოსთან ითანამშრომლა. 2015-2020 წლებში იყო Moscow Jazz Orchestra-ს წევრი. ორკესტრთან ერთად გამართა ტურნეები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და გამოვიდა ისეთ პრესტიჟულ ჯაზ-კლუბებში, როგორებიცაა Blue Note New York, Blue Note Beijing და Dizzy’s Club Coca-Cola.
საკუთარ ანსამბლთან ერთად რეგულარულად მართავდა კონცერტებს მოსკოვისა და ერევნის წამყვან ჯაზ-სცენებზე, მათ შორის: Esse Jazz Club, Igor Butman Jazz Club, Kozlov Club და Ulikhanyan Club.
მისი მუსიკა აერთიანებს თანამედროვე ჯაზის ენერგიას, ღრმა მუსიკალურ აზროვნებასა და გამორჩეულ იმპროვიზაციას, რაც თითოეულ კონცერტს უნიკალურ გამოცდილებად აქცევს.
შემადგენლობა:
• ჰაიკ გრიგორიანი — საყვირი
• არმან ფეშტმალჯიანი — ფორტეპიანო
• ივან ლიპატოვი — კონტრაბასი
• ალექსეი ფომენკო — დრამი
გაითვალისწინეთ, რომ 22:30 ის შემდეგ რეზერვაცია უქმდება, დაგვიანების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება