ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი მელოდრამა – ეს არის ფილმი სიყვარულზე 19 წლის ბიჭსა და 79 წლის ქალს შორის, და რაც მთავარია – სიცოცხლის დაუძლეველ სიყვარულზე.
ჰაროლდი – მდიდარი ოჯახის უცნაური მოზარდია, რომლის საყვარელი გართობაა დედის შოკირება მოფიქრებული თვითმკვლელობის სცენებით. მოდი – კონცენტრაციის ბანაკის ყოფილი პატიმარი, მუდამ ახალგაზრდა და ცხოვრებით თავდავიწყებით გატაცებული ქალი. ის ჰაროლდს სამყაროს შეგრძნებას ასწავლის, მას თავგადასავლებში ითრევს და საბოლოოდ მარტოობისგან იხსნის.
„ჰაროლდი და მოდი“ – ეს არის ერთდროულად სასაცილო და გულჩათხრობილი ფილმი, რომელიც საოცრად ნათელ ემოციას ტოვებს. მასში ბევრია ჰაერი, 70-იანი წლების თავისუფლება, მუსიკა, იუმორი, ანარქიზმი და ბედნიერი სევდა ან სევდიანი სიხარული.
ფილმს ჯილდოები არ მიუღია, თუმცა ამერიკის კინოს ინსტიტუტმა ის დაასახელა მე-9 ადგილზე საუკეთესო რომანტიკული კომედიების ათეულში და 45-ე ადგილზე – „100 ყველაზე სახალისო ამერიკული ფილმის“ შორის. ასევე შესულია აშშ-ის ეროვნული კინორეესტრში, როგორც კულტურული, ისტორიული ან ესთეტიკური ღირებულების მქონე ფილმი.