ჰენდფენების ჯგუფი ,,ჰანგი’’ და ქვიშის ანიმატორი ნონა გიუნაშვილი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ჰენდფენების ჯგუფი ,,ჰანგი’’ და ქვიშის ანიმატორი ნონა გიუნაშვილი

ჰენდფენების ჯგუფი ,,ჰანგი’’ და ქვიშის ანიმატორი ნონა გიუნაშვილი

ჰენდფენების ჯგუფი ,,ჰანგი’’ და ქვიშის ანიმატორი ნონა გიუნაშვილი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან80
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

26.04.2026
კვირა
20:00
80

აღწერა

ჰანგი, ქვიშა და კოსმიური ბგერები: მულტიმედიური პერფორმანსი SKENE-ში.


26 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ისტორიული მიწისქვეშა თეატრი გიწვევთ აუდიო-ვიზუალურ წარმოდგენაზე, სადაც მუსიკისა და მხატვრობის ესთეტიკაში იმოგზაურებთ. 


ჯგუფ „ჰანგის“ მაგიური ჟღერადობა: 12 ჰენდფენი (Handpan), საქსოფონი და ვოკალი შექმნიან გარემოს, რომელიც მედიტაციური და ატმოსფერული ხმებით აგავსებთ. ჰენდფენის ნაზი მელოდია ცნობილია თავისი თერაპიული და დამამშვიდებელი ეფექტით.


საქართველოში ქვიშის მხატვრობის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ფერმწერი, ნონა გიუნაშვილი, რომელიც მუსიკის ფონზე, თქვენ წინაშე ქვიშისგან შექმნის დაუვიწყარ ისტორიას.


სპეციალური სტუმარი იქნება საუნდთერაპიის სპეციალისტი თორნიკე თორნიკე ჭაღალიძე, რომელიც საღამოს კიდევ უფრო ღრმა, სულიერ დატვირთვას შესძენს.


ეს არის განსხვავებული, არაორდინალური ფორმატის ღონისძიება, რომელიც საქართველოში პირველად ექსკლუზიურად SKENE-ს მსმენელთათვის წარიმართება. 


SKENE-ს ისტორიული გარემო იდეალურ რეზონანსში ერწყმის ჰენდფენების ჟღერადობას და ქმნის სრულ იზოლაციას ყოველდღიურობისგან.


ბილეთის ფასში შედის ღვინის დეგუსტაცია!

ფოტო და ვიდეო

ჰენდფენების ჯგუფი ,,ჰანგი’’ და ქვიშის ანიმატორი ნონა გიუნაშვილი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება