14 თებერვალს (შაბათს) ვუყურებთ 2025 წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ისტორიულ დრამას — ფილმს Hamnet — მეგი ო’ფარელის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას, რეჟისორ ქლოე ჟაოს დადგმით.
ფილმის შესახებ:
XVI საუკუნის ინგლისი. ისტორიის ცენტრში არიან აგნესი — უილიამ შექსპირის მეუღლე — და მათი ვაჟი ჰამნეტი. ფილმი მოგვითხრობს ოჯახურ ცხოვრებაზე, სიყვარულსა და დანაკარგზე, რომელიც სამუდამოდ ცვლის გმირების შინაგან სამყაროს. ეს არ არის დიდი ავტორის ბიოგრაფია, არამედ მცდელობა დავინახოთ ადამიანი და ტკივილი, რომელიც დგას ყველასთვის ნაცნობი სახელისა და მითის მიღმა.
ფილმის სათაური უკავშირდება ჰამნეტს — შექსპირის ვაჟს, რომელიც 11 წლის ასაკში გარდაიცვალა. მკვლევრები დიდი ხანია მიუთითებენ ამ მოვლენასა და რამდენიმე წლის შემდეგ დაწერილ ტრაგედიას „ჰამლეტი“ შორის კავშირზე.
ჯილდოები და ნომინაციები
ოქროს გლობუსი (2026):
— საუკეთესო დრამატული ფილმი
— საუკეთესო მსახიობი ქალი — ჯესი ბაკლი
— ნომინაციები: რეჟისურა, სცენარი, მეორეხარისხოვანი როლი, ორიგინალური მუსიკა
ოსკარი (2026):
— ნომინაციები: საუკეთესო ფილმი, რეჟისურა, ქალის მთავარი როლი, ადაპტირებული სცენარი, ორიგინალური მუსიკა და მხატვრული კატეგორიები
