გუნდური ქოუჩინგი: ფუნდამენტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

გუნდური ქოუჩინგი: ფუნდამენტი

 კურსი აკრედიტებულია EMCC-სა და ICF-ის მიერ.  ტრენინგი მოიცავს 37 საათს, საიდანაც 13 საათი განკუთვნილია დამოუკიდებელი პრაქტიკისა და თვითრეფლექსიისთვის. ხოლო 24 საათი (3 დღე ინტენსიურ ფორმატში) არის საკონტაქტო საათი, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მუშაობას, რეფლექსიას და უკუკავშირს ტრენერის და პრაქტიკოსი ქოუჩების ჩართულობით.  კურსი განკუთვნილია ბიზნეს ლიდერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, ფასილიტატორების, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, HR ლიდერებისთვის და პროფესიონალებისთვის, ვისი მიზანია გუნდებთან მუშაობა, გუნდების მხარდაჭერა და ამ გზით ბიზნესის ზრდა და განვითარება. ქოუჩის კომპეტენციების ცოდნა ამ მოდულზე არ მოითხოვება.  პროგრამის ავტორია Clutterbuck Coaching & Mentoring International (CCMI), რომელიც არის ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში წამყვანი ბრიტანული ორგანიზაცია. CCMI-ს სასწავლო პროგრამები და სერვისები ფართოდ არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საპარტნიორო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ წარმომადგენლობას ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. ორგანიზაციას გააჩნია 45 წლიანი ისტორია სამეცნიერო კვლევების და ქოუჩინგის კულტურის დანერგვის მიმართულებით. მისი დამფუძნებელია პროფესორი დევიდ კლატერბაკი, რომელიც არის გუნდური ქოუჩინგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და EMCC-ს თანადამფუძნებელი. მისი ავტორობით გამოცემულია 75 წიგნი ქოუჩინგის, მენტორინგის, ლიდერობის და მართვის შესახებ. რეგისტრაციის ვადა: 1 დეკემბერი. თარიღები და დრო:  7-8-9 დეკემბერი, 10:00-19:00 სთ-ები.  დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://coachinglab.ge/team-coaching-foundation/  მოქმედებს სხვადასხვა ფასდაკლებები ICF, PMI და TBC concept წევრებისთვის.
გუნდური ქოუჩინგი: ფუნდამენტი
7 K. Marjanishvili, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

🎯 ლიდერებისთვის და მენეჯერებისთვის: კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდების დინამიკა და მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა და ინსტრუმენტები პრაქტიკაში.

ადგილი

თიბისი კონცეპტი
თიბისი კონცეპტი
7 K. Marjanishvili, Tbilisi
თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების მთავარი ინსპირაცია ადამიანები და მათი ინტერესებია. კონცეპტის მიზანია გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, აქ, ახლა მისცეს მეტი დრო ახალი აღმოჩენებისთვის, მიზნებისა თუ გეგმების შესასრულებლად
ამ ადგილის ყველა ღონისძიება