ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი "გულანი" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი

ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი "გულანი"

ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი "გულანი"
13 Rustaveli Ave, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ქართული კალიგრაფია — ეს არ არის მხოლოდ ლამაზად წერის ხელოვნება. ეს არის ჩვენი ერის, იდენტობისა და სულიერების ხელწერა, ისტორიაა და ღრმად ფესვგადგმული ემოციების პოეტური გამოხატულება, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღესაც აგრძელებს ჩვენი კულტურის გამოხატვას და მომავალ თაობაზე გადაცემას.

დღეს, როდესაც ტექნოლოგიები ცვლის ჩვენს ურთიერთობას წერასთან და სიტყვასთან, ხელნაწერი ტექსტი რჩება დროისა და აზრის მატარებელ ცოცხალ კავშირად. კალიგრაფია გვახსენებს, რომ სიჩქარის მიღმაც არსებობს სილამაზე, სიჩუმე და აზრი — ასოთა რითმში ჩაწერილი კულტურა. ქართული კალიგრაფიის ხილვა ნიშნავს ერის გულისცემას, სიყვარულის, სიამაყისა და მხატვრობის ამაღლებულ გამოხატულებას, რომელიც სცილდება დროისა და სივრცის საზღვრებს. ამ ყოველივეს კი მოფრთხილება, დაცვა და მომავალ თაობებზე გადაცემა სჭირდება.

 სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი „გულანი“, რომელიც გააერთიანებს ახალბედა და პროფესიონალ ხელოვანებს, აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, ისტორიული ჰერეთიდან, ფერეიდნელ ქართველებს, ჩვენებურებს თურქეთიდან, საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ბავშვებს და ემიგრანტ ქართველებს (და არამარტო ) ამერიკიდან, ევროპიდან და აზიიდან.

ფესტივალის ფარგლებში:

  •  ოფიციალურად გაიხსნება ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ასოციაცია — პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველ კალიგრაფებს, მკვლევრებსა და მოყვარულებს.
  •  შედგება ქალბატონი თინათინ სვანიძე-ვენკოს წიგნის — „გულანი“ — პრეზენტაცია, რომელიც კალიგრაფიულ ფორმატში გადმოსცემს ქართულ სიტყვიერებას, ემოციას და სილამაზეს.
  •  მოეწყობა კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე პროფესიონალი ხელოვანები.

 ღონისძიება ტარდება ქალბატონი თინათინ სვანიძე-ვენკოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით.

 გიწვევთ ყველას, ვისაც აინტერესებს, როგორ გარდაიქმნება სიტყვა ხელნაწერად და ხელნაწერი – კულტურულ მემკვიდრეობად. ეს ფესტივალი არის ქართული კალიგრაფიის ძალის, სილამაზისა და უწყვეტი სიცოცხლის ზეიმი რომელიც მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს.

ფოტო და ვიდეო

ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი

ადგილი

Tbilisi Marriott Hotel
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს. ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება