მენიუ
სკიმოს ყოველწლიურ ფესტივალს წელს 18 თებერვალს გუდაური მთის ტრასების სააგენტოს მხარდაჭერით მასპინძლობს!
გუდაურის სკიმოს ფესტივალი მოიცავს ორ განსხვავებულ შეჯიბრს, რომლიდანაც მონაწილეები ირჩევენ ერთ-ერთს.
ორივე შეჯიბრი სტარტს იღებს სასტუმრო მარკო პოლოს მიმდებარე ტერიტორიაზე და დასაწყისში მიუყვება პირველ ტრასას. რის შემდეგაც გადადის გუდაურას ტრასაზე და შემდეგ უერთება ახალ გაკეთებულ ტრასას. საბაგირო სოლიკოს ბოლო წერტილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ ხიჟინასთან ვერტიკალური შეჯიბრი აფინიშებს. ამავე ადგილას ინდივიდუალური შეჯიბრის მონაწილეები დაშვების რეჟიმზე გადადიან და იმავე მარშუტით ეშვებიან ფინიშისკენ სასტუმრო მარკო პოლოს მიმდებარე ტერიტორიაზე.