ოთხშაბათს, 12 მარტს, 20:00 საათზე ვხვდებით „კამინში“, ვანთებთ სანთლებს და ვუსმენთ ზღაპარს ზღაპრების შესახებ.
შეხვედრას გაუძღვება რუსლან მურუსიძე – ქართული კულტურის პოპულარიზატორი, ვიდეოგრაფი, კინომოყვარული და ცოტა ზღაპრის მთხრობელიც. აი, რას ამბობს ის:
"ზღაპარი უბრალოდ პატარებისთვის მოგონილი ამბავი კი არა, არამედ ხალხის უძველესი კულტურული ელემენტია და მისი გადაცემის საშუალება დროისა და სივრცის გავლით. ეს არის წესების კრებული, პოლიტიკის ნაწილი, სამყაროს მოდელი, ცოდნა გარემოს შესახებ, ისტორიის სახელმძღვანელო და ერთგვარი ხერხი, რომლითაც მთხრობელი მსმენელებს აერთიანებს და იზიდავს.
ვისაუბრებთ ზღაპრის, როგორც მოვლენას წარმოშობის ისტორიაზე, ქართული ზღაპრების სახეებზე და მათ მახასიათებლებზე, მათ ანარეკლზე კულტურისა და ისტორიის სხვადასხვა ფენებში და იმაზე, თუ როგორ ცოცხლობენ ისინი თანამედროვე სამყაროში."
დასარეგისტრირებლად: https://t.me/artcinema_ge
ლექცია ჩატარდება რუსულ ენაზე.