აღწერა
თბილისური ბროწეულები - კამერული და მონო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი ლიეტუვა - VšĮ EIK ART პროდაქშენი “ცოდვილი წმინდანი” ვიდმანტე იასუკაიტიტეს რომანის "მარიამ ეგვიპტელის” მიხედვით რეჟისორი: დალი რუსტი სცენოგრაფი - კუნიგუნდა დინეიკაიტე კოსტიუმების დიზაინერი - კაროლინა ფიოდოროვაიტე კომპოზიტორი: გინტარას სოდეიკა მსახიობი: ეგლე იაკაიტე მონოსპექტაკლის შესახებ მარიამ ეგვიპტელი მეხუთე საუკუნეში მოღვაწეობდა, მას წმინდა მეძავს უწოდებდნენ. მარიამმა 47 წელი გაატარა უდაბნოში, სადაც ფიქრობდა, ინანიებდა და სწავლობდა პატიებას. მისი ხეტიალი უდაბნოში მეტაფორაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სულიერი განახლებისისკენ მიგვანიშნებს და ამაღლების იმედს გვიჩენს. მარიამ ეგვიპტელის განვლილი გზა ეხმიანება თანამედროვე ქალის ძირითად პრობლემებს : ძალადობა, ექსპლუატაცია და წმინდა, ნათელი სიყვარულის ძიება. ის არის სახე ქალის, დედის, შვილის, დის, ცოლის... ხანგრძლივობა: 60 წუთი