მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეები. ამერიკული ავიაცია დაუცველ იაპონურ ქალაქებს ბომბავს. ადამიანური ყოველდღიური კოშმარის ქარიშხალში აღმოჩნდებიან 14 წლის სეიტა და მისი პატარა და — სეცუკო. უმძიმესი დანაკარგის — ახლობლების დაკარგვის შემდეგ, ისინი სრულიად მარტო რჩებიან.
მოზარდი ბიჭი ერთ წამში იზრდება, როცა სამყაროს სისასტიკეს ეჯახება. ის აცნობიერებს, რომ მისი პატარა დის სიცოცხლე ახლა მთლიანად მასზეა დამოკიდებული.
