CG Georgia ახალი ჩელენჯით გიბრუნდებათ - Gods & Monsters: Character Design Challenge!
გიწვევთ დიზაინ აქტივობაში, სადაც მსოფლიო მითოლოგიური პერსონაჟები ცოცხლდებიან. საკონკურსო დავალების მიხედვით მონაწილეებს მოუწევთ შექმნან ნამუშევარი, სადაც გადმოცემული იქნება მათი თვალით დანახული მსოფლიო მითოლოგიური პერსონაჟი ნებისმიერი პერიოდიდან - იქნება ეს ქართული, ბერძნული, სკანდინავიური, ეგვიპტური, იაპონური, რომაული თუ სხვა კულტურის გმირი, ღმერთი, ურჩხული ან სულიერი არსება.
მთავარი მიზანია გადმოცემული იყოს პერსონაჟის მთავარი დამახასიათებელი ნიშნები, თვისებები, ნივთები, რაც გამოარჩევთ მათ. მნიშვნელოვანია მონაწილეებმა შეიტანონ ინდივიდუალური ელემენტები, რომელიც გაამრავალფეროვნებს ნამუშევარს.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი გამოხატოს საკუთარი ფანტაზია და ნამუშევარი გაუზიაროს ფართო აუდიტორიას.
შესრულების ფორმატი:
ჩელენჯი იყოფა ორ ნაწილად: 2D დიზაინი და 3D დიზაინი
_____________________________________
წესები
ნამუშევრების გამოგზავნის წესი მოიცავს ორ ნაბიჯს:
1. რეგისტრაცია და ატვირთვა CG Georgia ჩელენჯის ოფიციალურ ვებგვერდზე-https://cgchallenge.ge
2. პარალელურად პოსტის გამოქვეყნება CG Georgia-ს ფეისბუქ ჯგუფში-https://www.facebook.com/groups/cggeorgia; პოსტზე უნდა იყოს მითითებული:
#CG Georgia
#CG_gods_Monsters_Character_Design
#CGGEORGIACHALLENGE
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ორივე პლატფორმაზე აუცილებელია ნამუშევრის განთავსება
ნამუშევრების მიღება სრულდება: 10 იანვარს, 23:59 საათზე
ღონისძიების პარტნიორია Terminal • ტერმინალი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ტერმინალის სივრცეში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე 17 იანვარს 17:00 საათზე.
გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელსაც ტერმინალისგან გადაეცემა სამუშაო სივრცის ერთ თვიანი ვაუჩერი:
1. 2D დიზაინის მიმართულებით
2. 3D დიზაინის მიმართულებით
3. ჟიურის რჩეული
