,,მიდი, შეცვალე სამყარო!" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
,,მიდი, შეცვალე სამყარო!

,,მიდი, შეცვალე სამყარო!"

,,მიდი, შეცვალე სამყარო!"
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან 20
advertising
ქართული

განრიგი

21.07.2025
ორშაბათი
18:00
20 ₾ - 60
20 ₾ - 60
ვრცლად

აღწერა

ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ბაზაზე შექმნილი სამოყვარულო თეატრალური დასებისა და ემიგრაციაში მცხოვრები მოყვარული მსახიობების გაერთიანების იდეის ავტორმა -

თიკა სვანიძე ვენკომ 2019 წელს დააფუძნა პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრი ,,დაბრუნება", რომელშიც გააერთიანა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს, კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოქალაქეები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობს ჰერეთსა და ფერეიდანში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდობა.

„შეუძლებელია ემიგრაციაში ცხოვრობდე და არ ფიქრობდე დაბრუნებაზე,დაბრუნებაზე ბავშვობაში, სახლში, სამშობლოში..." (თიკა სვანიძე-ვენკო)

,,თუ ძალიან, ძალიან გულით გინდა, აუცილებლად შეცვლი სამყაროს სასიკეთოდ! - ოღონდ ამ მონდომებას თან ბავშვური გულწრფელობა, ნამდვილი სიყვარული და ჯიუტი რწმენა სჭირდება! - ეს კი სულაც არ არის ადვილი,მაგრამ ერთ-ერთ ქართულ სოფელში, სხვადასხვა ქვეყნიდან, საზაფხულო არდადეგებზე ჩამოსული ქართველი ემიგრანტი ბავშვების დიდი ჯგუფი, ამ სასწაულის მოწმე ხდება..." (მიშა რატიანი).

პიესა სპეციალურად დაიწერა დიასპორული თეატრის „დაბრუნება“ და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდებისთვის, რომელთა ღირსეული დაბრუნება სამშობლოში ჰაერივით ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას.

პიესა -,,მიდი,შეცვალე სამყარო!"

პროექტის ,,ქართული კალიგრაფიისა და თეატრის პირველი საერთაშორისო ფესტივლი" ავტორი და ხელმძღვანელი - თიკა სვანიძე ვენკო

პიესის ავტორი და რეჟისორი - მიშა რატიანი

თეატრმცოდნეობის პედაგოგი - ნიკოლოზ წულუკიძე

ტექნიკური რეჟისორი - მაკა მიდოდაშვილი

სამხატვრო ხელმძღვანელი - სოფო ხელაშვილი

რეჟისორის ასისტენტი - ნინო გოგოხია

მეტყველების პედაგოგები - თიკო კობალაძე და ნანა შარიქაძე

ფოტო და ვიდეო

,,მიდი, შეცვალე სამყარო!

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება