29 დეკემბერს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება დაუვიწყარი ჯაზის საღამო. მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, Berklee College of Music-ის პროფესორი გიორგი მიქაძე წარმოადგენს ექსკლუზიურ პროექტს „ქართულ სიმღერათა კრებული“ - Georgian Songbook Vol.1
„ქართულ სიმღერათა კრებული“ უნიკალური მუსიკალური პროექტია, რომელიც გიორგი მიქაძის საავტორო კონცეფციით შეიქმნა. მასში წარმოადგენილია XX საუკუნის გენიალური ქართველი კომპოზიტორების კინო და თეატრალური მუსიკის შედევრები, რომლებიც ქართული მუსიკის ოქროს ფონდს განეკუთვნება.
პროექტის მიზანია ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი თანამედროვე ჯაზის ელემენტებით გამდიდრება. შესაბამისად, ალბომში წარმოდგენილი თითოეული სიმღერისა თუ კომპოზიციის არანჟირება გიორგი მიქაძეს კლასიკური ჯაზ-ტრიოს ფორმატში აქვს გადაწყვეტილი.
მუსიკალური ალბომი GIORGI MIKADZE TRIO "Face to Face", Georgian Songbook Vol.1 - 2023 წელს პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხმისჩამწერ სტუდიაში Studio SEXTAN ჩაიწერა. პროექტი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პრესტიჟულ სცენაზე უდიდესი წარმატებით შესრულდა. ალბომს მრავალი გავლენიანი ჯაზის კრიტიკოსისა და ჟურნალის მხრიდან ვრცელი და მაღალი შეფასების მქონე რეცენზია მიეძღვნა. წინასაახალწლო სადღესასწაულო დღეებში, ეს უნიკალური მუსიკა ქართული აუდიტორიისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.
გიორგი მიქაძე - ფორტეპიანო
რაფაელ პანიე - დასარტყამი საკრავები
ფრანსუა მოუთა - კონტრაბასი
პროექტის მხარდამჭერები:
საქართველოს კულტურის სამინისტრო
სსიპ შემოქმედებითი საქართველო
ქალაქ თბილისის მერია
საინფორმაციო მხარდაჭერა:
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“
პროექტის ორგანიზატორი:
ა(ა)იპ „ქართული სახელოვნებო სააგენტო“
კარი გაიღება: 19:30
დასაწყისი: 20:00
არ გამოტოვოთ ეს გამორჩეული კონცერტი!
! დაგვიანებული მსმენელი დარბაზში არ დაიშვება კონცერტის მსვლელობისას
! 6 წლამდე ასაკის ბავშვები დარბაზში არ დაიშვებიან
