ღვინის სამშობლო - საქართველო | დათო ტურაშვილის ქართულ-ინგლისური წიგნის პრეზენტაცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ღვინის სამშობლო - საქართველო | დათო ტურაშვილის ქართულ-ინგლისური წიგნის პრეზენტაცია

ღვინის სამშობლო - საქართველო | დათო ტურაშვილის ქართულ-ინგლისური წიგნის პრეზენტაცია

ქართველებს სჯერათ, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. ამ წიგნში თავმოყრილი ფოტოები და ავტორისეული ტექსტი მკითხველს პატარა, მაგრამ ვაზის მრავალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყანაში ამოგზაურებს და პოპულარული ენით უამბობს ქართული ღვინის ფენომენზე, მის ისტორიაზე, იმაზე, თუ როგორ იქცა ვაზი, ვენახი და ღვინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.   პრეზენტაციას და ლექციას წარმოგვიდგენს "ჩელთის" მეღვინეობა. მოუსმინე საყვარელ მწერალს და დალიე საყვარელი ღვინო. დათო ტურაშვილის ქართლ-ინგლისური წიგნი სულაკაურის გამომცემლობამ დასტამბა. საღამო 20:00 საათზე დაიწყება.
ღვინის სამშობლო - საქართველო | დათო ტურაშვილის ქართულ-ინგლისური წიგნის პრეზენტაცია
8 Sioni St., Tbilisi
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

დათო ტურაშვილი, ამ უხვად ილუსტრირებულ წიგნში, ცდილობს, მკითხველს უჩვენოს საკუთარი და, ზოგადად, ქართველის ემოციური დამოკიდებულება მშობლიური ვაზისა და ღვინის მიმართ, რომლის ისტორიაც, როგორც არტეფაქტებით დასტურდება, ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან, დაახლოებით 8000 წლის წინ იწყება.

ფოტო და ვიდეო

ღვინის სამშობლო - საქართველო | დათო ტურაშვილის ქართულ-ინგლისური წიგნის პრეზენტაცია

ადგილი

მწერლების ბარი  • H2SO4
მწერლების ბარი • H2SO4
8 Sioni St., Tbilisi
მწერლების ბარი H2S04 მდებარეობს თბილისში, სიონის 8 ნომერში (ძველი ქარვასლის ისტორიულ შენობაში). ბარის კონცეფცია და დიზაინი დაკავშირებულია საქართველოში პირველ ფუტურისტულ-დადაისტურ ჟურნალთან. ბარის ინტერიერი სრულად გაფორმებულია სწორედ ამ ესთეტიკით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება