"ღვინის პასპორტის" პირველი პროექტო საქართველოში - პრეზენტაცია და ტრენინგი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

"ღვინის პასპორტის" პირველი პროექტო საქართველოში - პრეზენტაცია და ტრენინგი

მობილური აპლიკაცია კი "ღვინის პასპორტის" ნაწილია, ტრენინგზე ვებგვერდისა და უშუალოდ პასპორტის კონცეფციის გარდა აპლიკაციის სისტემაზეც ვისაუბრებთ. სტუმრებს დეტალურად გავაცნობთ მის ფუნქციებს, განვიხილავთ როგორ უნდა მივიდეს "ღვინის პასპორტი" მომხმარებლამდე.   ”ღვინის პასპორტი" ვებ და მობილურ აპლიკაციათა ერთობლიობაა, რომელიც ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, აღმოაჩინონ მარნები და ღვინოები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები არამხოლოდ ღვინის შეძენისას, არამედ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით ღვინის დეგუსტაციებსა და გასტრონომიულ სერვისებზე.   ვებგვერდის წარდგენა:ჩვენს ვებსაიტზე ყველა დაინტერესებული ადამიანი უამრავ შეთავაზებას, ფასდაკლებასა და ქართული ღვინის შესახებ საინტერესო ინფორმაციასაც გაეცნობა. ტრენინგზე კი მისი მთავარი ფუნქციისა და კონცეფიის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც "ღვინის პასპორტის" გამოყენებას მომხმარებელს ძალიან გაუმარტივებს.   აპლიკაციით "ღვინის პასპორტის" შეძენაა შესაძლებელი. გარდა ამისა ის მომხმარებელს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნოს ღვინის ინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს. მისი გამოყენების შესახებ დეტალურ ინსტრუქციასა და ინფორმაციას ტრენინგზე დაწვრილებით განვიხილავთ.   Find Wines Ge ქართული მარნების ერთადერთი გზამკვლევია, რომელიც ღვინის მოყვარულებს მათი სურვილისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება, სთავაზობს დეგუსტაციებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს. დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88
"ღვინის პასპორტის" პირველი პროექტო საქართველოში - პრეზენტაცია და ტრენინგი
Vaja Pshavela 45, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

📣27 იანვარი, 13:00 საათი, “მეღვინეობა შუმი” კახეთი, სოფ:წინანდალი.
📣28 იანვარი, 13:00 საათი, “კარდანახი 1888”, კახეთი, გურჯანი, სოფ:კარდენახი.
🔶კახეთში, თელავსა და გურჯაანში, ორი დღის განმავლობაში გაიმართება პრეზენტაცია და ტრენინგი "ღვინის პასპორტის" შესახებ.
🪧🍷ტრენინგზე განვიხილავთ "ღვინის პასპორტის" კონცეფციას, მის ფუნქციასა და უპირატესობებს.
🔹ღონისძიებაზე აუდიტორიას ნაბიჯ-ნაბიჯ გავაცნობთ ასევე ჩვენს ვებსაიტს, რომელიც მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ნავიგატორია, ვისაუბრებთ მის შინაარსზე, მნიშვნელობასა და გამოყენების გზებე.

ფოტო და ვიდეო

ადგილი

ღვინის კლუბი
ღვინის კლუბი
Vaja Pshavela 45, Tbilisi
ღვინის მოყვარულთა, ენთუზიასტთა და პროფესიონალთა გაერთიანება
ამ ადგილის ყველა ღონისძიება