9 შეხვედრიდან 5 მეინქარდზე გაიმართება, საღამოს კულმინაცია კი ორგანიზაციის ქამრისთვის ბრძოლა იქნება: გიორგი ეგნატაშვილი ზურაბ ფირცხელიანის წინააღმდეგ. 2 ქართველი სუპერმებრძოლი ერთ ოქტაგონზე, ერთმანეთის პირისპირ!
🗓15 დეკემბერი⏰დასაწყისი 20:00 🎟ბილეთის ფასი — ₾ 40,00
15 დეკემბერს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის სპორტულ კომპლექსში, ოქტაგონზე ქვეყნის საუკეთესო მებრძოლები გავლენ. მათ მეტოქეობას სომეხი, ირანელი, ყირგიზი, უზბეკი, აზერბაიჯანელი და ლიეტუველი სპორტსმენები გაუწევენ.
ადგილი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
4 Shatili St., Tbilisi
EEU არის საქართველოში აკრედიტებული კერძო უნივერსიტეტი, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვა სწავლებასა და კვლევაში და ააშენოს დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ცენტრი. 2012 წელს EEU-მ მოიპოვა ავტორიზაცია და პროგრამების აკრედიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან. ამჟამად EEU ახორციელებს 19 საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის პროგრამებს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, განათლების მეცნიერებათა, ბიზნესისა და ინჟინერიის, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტებში.