EEU არის საქართველოში აკრედიტებული კერძო უნივერსიტეტი, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვა სწავლებასა და კვლევაში და ააშენოს დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ცენტრი. 2012 წელს EEU-მ მოიპოვა ავტორიზაცია და პროგრამების აკრედიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან. ამჟამად EEU ახორციელებს 19 საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის პროგრამებს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, განათლების მეცნიერებათა, ბიზნესისა და ინჟინერიის, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტებში.