ლეგენდარული ქართული ხმები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ლეგენდარული ქართული ხმები

ლეგენდარული ქართული ხმები

ლეგენდარული ქართული ხმები
1, ოდისეა დიმიტრიადის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან15 ₾
ქართული

განრიგი

09.10.2026
პარასკევი
19:00
15 ₾

აღწერა

9 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე, ლეგენდარული ანსამბლის  „ქართული ხმების“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

 

საღამოზე შესრულდება ქართველი კომპოზიტორების პოპულარული სიმღერები და ქართული სასიმღერო ფოლკლორის იშვიათი ნიმუშები. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს თბილისის მერიის ბიგბენდი.

 

ანსამბლი „ქართული ხმები“ 1986 წელს დაარსდა და ქართული ვაჟთა ვოკალური ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მისი საქმიანობა ქართული ტრადიციული და საესტრადო სიმღერის პოპულარიზაციას უკავშირდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 1996 წელს ანსამბლს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

ფოტო და ვიდეო

ლეგენდარული ქართული ხმები

ადგილი

Batumi Art & Music Center

2011 წელს მუსიკალურ ცენტრს გადაეცა არქიტექტორ ვახტანგ ხმალაძის მიერ დაპროექტებული შენობა — „არტ-ცენტრი“.

დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი აჭარის რეგიონის წამყვანი კულტურული დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ეს უნიკალური სივრცე მასპინძლობს კონცერტებს, საოპერო სპექტაკლებსა და თეატრალურ შოუებს, რაც ფართო აუდიტორიის გემოვნებას აკმაყოფილებს სხვადასხვა ჟანრში. ცენტრი წარმოადგენს დინამიკურ პლატფორმას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტალანტებისთვის, იზიდავს როგორც ხელოვნების მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს. მაღალი რეპუტაციითა და მდიდარი პროგრამებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება