საქართველოს ტურიზმის ასოციაციის VI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ტურიზმი და განათლება “ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის VI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ტურიზმი და განათლება “

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის VI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ტურიზმი და განათლება “

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის VI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ტურიზმი და განათლება “
31, შ. რუსთაველის გამზ.
ბილეთის ფასი
დან200
ქართული

განრიგი

25.06.2026
ხუთშაბათი
10:00
200

აღწერა

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის VI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმი და განათლება“ წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს კერძო სექტორის, საჯარო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს.


ასოციაცია ღონისძიების ორგანიზებით მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, დარგის საჭიროებების იდენტიფიცირებას, ერთობლივი სამომავლო ინიციატივების დაგეგმვას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული თანამშრომლობის ინოვაციური მოდელის შექმნას და ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის უნარების განვითარების მიმართულებით საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავებას.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ ჩატარებული ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში უნარების საჭიროების კვლევის ანალიზის პრეზენტაცია და ძირითადი მიგნებები.


კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას, სადაც სამი ძირითადი სექტორი — კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებები — გააერთიანებენ ძალისხმევას ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ადამიანური რესურსის განვითარებისთვის.


ღონისძიება წარიმართება ორი თემატური სესიის ფორმატში, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის დასკვნით ნაწილში, ვორქშოპისა და სოციალური დიალოგის ფორმატში, ორივე სესიის შედეგებზე დაყრდნობით, შემუშავდება ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის უნარების განვითარების მიმართულებით საერთო სამოქმედო გეგმა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები.


ღონისძიების მეორე ნაწილს გაუძღვება უნარების განვითარების მიმართულებით ბრიტანელი ექსპერტი Jane (Rexworthy) Whitehart OBE, Managing Director of FIOL და Chartered FCIPD.


მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრები, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, დონორი ორგანიზაციები, GIZ, GCCI, GNTA, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული კოლეჯები და სხვა დაინტერესებული მხარეები.


კონფერენცია ტარდება უკვე მეექვსედ და წარმოადგენს საქართველოში ტურიზმისა და განათლების სფეროების თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ყოველწლიურ პლატფორმას.


ღონისძიების მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). 

ასაკობრივი შეზღუდვა 16+

ფოტო და ვიდეო

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის VI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ტურიზმი და განათლება “

ადგილი

The Telegraph Hotel

შეიგრძენით ისტორიისა და ელეგანტურობის შერწყმა Telegraph Hotel-ში — ეს არის დროის მოგზაურობა თბილისის გულში.
ოტელი მდებარეობს ისტორიულ შენობაში, სადაც ერთ დროს თბილისის საფოსტო და ტელეგრაფო სადგური იყო განთავსებული — ქალაქის საკომუნიკაციო ცენტრი. Telegraph თანამედროვე კომფორტს აერთიანებს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან.
გადახალისებული და გააზრებული რესტავრაციის შემდეგ, Telegraph გადაიქცა შეხვედრების ადგილად, ახალი მისიით და თბილისის კულტურული ცხოვრების გულად.
განსაკუთრებული დიზაინით შექმნილი სივრცეები, მრავალფეროვანი კულინარიული არჩევანი, სიცოცხლით სავსე ჯაზ-კლუბი და დახვეწილი შეხვედრების ოთახები აქცევს თითოეულ სტუმრობას უნიკალურ ისტორიად.
სტუმრები ეზიარებიან დროის მიღმა სილამაზესა და თანამედროვეობის შარმს, სადაც ელით გამორჩეული გემრიელობა, გულწრფელი მომსახურება და პერსონალიზებული გამოცდილება.
აღმოაჩინეთ თბილისის კავშირი მსოფლიოსთან Telegraph-ის მეშვეობით — ადგილას, რომელიც დღეს ქალაქის სოციალური სცენის ცოცხალი გულია.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება