ქართული მუსიკის ფესტივალი - დღე II თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ქართული მუსიკის ფესტივალი - დღე II

ქართული მუსიკის ფესტივალი - დღე II

ქართული მუსიკის ფესტივალი - დღე II
8, სიონის ქ.
ბილეთის ფასი
დან40
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ქართული მუსიკის ფესტივალი  ,,მუს - სკივრი" წელს -  კვლავ შეხვდება მსმენელს. ჩვენი სურვილი და ფესტივალის მთავარი მიზანი, რასაკვირველია, არის ქართული მუსიკის პოპულარიზება და ამასთანავე, იმ ფონზე, როდესაც მსმენელი განებივრებულია სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ფესტივალით, ქართულ მუსიკას ჰქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც ის საკუთარ სიტყვას იტყვის და შემოინახავს.

 

ქართული მუსიკალური სკივრი სავსეა ისეთი საგანძურით, როგორიცაა რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, სულხან ცინცაძისა და მრავალი სხვა ქართველი ავტორის მუსიკა. სწორედ ამ სკივრში ინახება შედევრები, რომელიც არასდროს კარგავს მნიშვნელობას, აქტუალობას და რომელიც ასე უყვარს მსმენელს.

 

საბედნიეროდ, ქართული მუსიკა და დიდი ქართველი ავტორები მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარსულს არ უკავშირდება და ჩვენც ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც თანამედროვე მუსიკოსები ისეთივე თავდადებითა და სიყვარულით ემსახურებიან ქართულ მუსიკას. ჩვენი მიზნებიდან ერთ-ერთი მთავარი სწორედ ესაა - სკივრი, რომელიც ინახავს ქართული მუსიკის საგანძურს, მუდმივად იყოს ცოცხალი, ახალი სახელები, ჩვენი თანამედროვეები  მიემატონ იმ სახელებისა და გვარების სიას, რომლებიც ასე გვიყვარს და რომელთა გამოც ასე ვამაყობთ.

 

ფესტივალი გაიხსნება სწორედ მუს - სკივრის საგანძურით, უკვე არსებული, ტრადიციად გადაქცეული მუსიკით, შემდგომი დღეები კი სრულიად დაეთმობა წლის პროექტსა და წლის ავტორს. ფესტივალის დასასრულს, მოყვება დაჯილდობა.

 

,,მუს - სკივრი" გეპატიჟებათ 25 და 28 სექტემბერს!


 

დღე მეორე - 28 სექტემბერი ( ორი კონცერტი)

 

 

პირველი კონცერტი

 

ჯგუფი The Bookmarks, ხელმძღვანელი - ბუკა კარტოზია

ინსტრუმენტული ბენდი - ლუკა თოფურია, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, დიტო საკანდელიძე

 

 

მეორე კონცერტი

 

კომპოზიტორი, ავტორ - შემსრულებელი ზვიად ბოლქვაძე

მოწვეული სტუმარი - ნეკა სებისკვერაძე

ინსტრუმენტული ბენდი - ამირან დიასამიძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, დიტო საკანდელიძე, ლევან კემულარია

 

მხარდამჭერები: საქართვწლოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო, ქ ,თბილისის მერია, ჰალიკ ბანკი

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

ქართული მუსიკის ფესტივალი - დღე II

ადგილი

თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის (ქარვასლა) მუდმივმოქმედი ექსპოზიცია ასახავს თბილისის ისტორიას ძვ.წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, უმდიდრესი ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. ქარვასლას მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე ეთმობა მრავალფეროვან სახელოვნებო პროექტებს. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ - სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება