სახვითი ხელოვნების მუზეუმი
ორგანიზატორი: ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
შოთა რუსთაველის გამზირი 7, თბილისი
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია გია ჯოხთაბერიძისა და მანანა შევარდნაძის ოჯახის კერძო კოლექცია. ექსპოზიცია მოიცავს ბოლო 80 წლის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართულ ხელოვნებას. კოლექცია უნიკალურია იმით, რომ ამ პერიოდის ქართული ხელოვნება მხოლოდ ამ მუზეუმშია წარმოდგენილი.
მუზეუმში განთავსებულია 100-მდე მხატვრის 3500-ზე მეტი ნამუშევარი. სამ სართულზე განლაგებულია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკებები, ნახატი ობიექტები და სხვ. ქრონოლოგიური პრინციპით მუზეუმი გვიამბობს ისტორიული მოვლენების შესახებ - სოციალისტური რეალიზმი, დათბობის პერიოდი, საბჭოთა კავშირის დაშლა, ცივი ომი, სამოქალაქო ომი და დამოუკიდებელი საქართველო. შენობაში განთავსებულია მუზეუმის მაღაზია, კაფე მუზეუმი და არტჰაუსის მულტიფუნქციური სივრცე რესტორნებით, ლაუნჯით, სავარჯიშო დარბაზითა და პარკინგით.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე, (ორშაბათის გარდა) სამშაბათი-კვირის ჩათვლით 10:00-19:00 საათამდე.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, ალტერნატიულად ცნობილი როგორც შალვა ამირანაშვილის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ერთ-ერთი წამყვანი მუზეუმია საქართველოში.