ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი

ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი

ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი
1, ოდისეი დიმიტრიადის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან20
ქართული

განრიგი

22.04.2026
ოთხშაბათი
20:00
20 ₾ - 50
20 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

2026 წლის 21-24 აპრილს ბათუმი უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ უმაღლესი რანგის მუსიკოსებს და მსმენელს შესთავაზებს დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოებს მრავალფეროვანი პროგრამით. პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, რომლის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება.

 

 

22 აპრილს, 20:00 საათზე,   „ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი“

 

 

ორგანიზატორი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

საღამო გაიმართება ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში / მისამართი  -  შ. რუსთაველის ქ. # 1

 

მონაწილეობენ: 

 

ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი 

 

დირიჟორი - დამიანო ტოგნეტი (იტალია) -  დირიჟორი და მევიოლინე დამიანო ტოგნეტიმ 2001 წელს ლუკას ბოკერინის მუსიკალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია  მაესტრო ა. ბოლონიის ხელმძღვანელობით.  

 

ფიეზოლეს მუსიკალურ სკოლის და რამდენიმე ეროვნულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ ის უკვე რიკარდო მულტის დირიჟორობით პიაჩენცას ქერუბინის ორკესტრის წევრი გახდა და პარალელურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორკესტრთან, მათ შორის პალერმოს თეატრის,  მასიმოს, ფიორენტინას კამერულ, ემილია-რომანიის ტოსკანური ფონდის რეგიონულ,  პადუას  და ვენეტოს ვენეციურ რეგიონულ ორკესტრებთან.

 

 

სოლისტი - ფაბიო ფურია (ბანდონეონი) - (იტალია) მსოფლიო დონის  შემსრულებელი, კომპოზიტორი,  მეარანჟირე, აკორდეონისტი. ფაბიო ფურია ევროპაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ბანდონეონისტია.

 

ინტენსიური საკონცერტო საქმიანობის წყალობით, იგი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საკონცერტო დარბაზებთან თანამშრომლობს, მათ შორის რომის პარკო დელა მუსიკა, პრაღაში რუდოლფინუმის დვორაკის დარბაზი, ციურიხი ტონჰალეი, კრემონას ჯოვანი არვედის აუდიტორი, ბრიუსელის ბოზარის თეატრი, კალიარის ოპერის თეატრი, ათენის ონასისის კულტურის ცენტრი,  კლაგენფიურტის გროსერ საალში და ა.შ.

 

 

საღამო გამორჩეული იქნება განსხვავებული პროგრამით, საინტერესო ინტერპრეტაციებით და მუსიკალური სიურპრიზებით.   

ფოტო და ვიდეო

ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი

ადგილი