ქართული გასტრონომიული კულტურა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ქართული გასტრონომიული კულტურა

ქართული გასტრონომიული კულტურა

ქართული გასტრონომიული კულტურა
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან40
ქართული

განრიგი

02.10.2026
პარასკევი
20:00
40

აღწერა

💡 აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "ქართული გასტრონომიული კულტურა", შეხვედრას გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალილა ცატავა წარუძღვება.


ქართული გასტრონომიული კულტურა მხოლოდ კერძებისა და სუფრის ტრადიცია არ არის ის საქართველოს ისტორიის, იდენტობის, რელიგიის, ბუნებისა და ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. შეხვედრაზე მიმოვიხილავთ ქართული კულინარიის მრავალსაუკუნოვან განვითარებას, რეგიონული სამზარეულოების მრავალფეროვნებას, ღვინის კულტურას, სუფრის ფილოსოფიასა და იმ სიმბოლოებს, რომლებიც ქართულ სტუმართმოყვარეობასა და კულინარიულ მემკვიდრეობას ქმნის.


ლექციის ფარგლებში ვისაუბრებთ, როგორ იქცა საკვები კულტურულ მეხსიერებად, რას გვიყვება ქართული კერძები სხვადასხვა კუთხის ისტორიაზე და რატომ არის ქართული გასტრონომია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოხატულება.


შეხვედრის მიზანია ქართული გასტრონომიის დანახვა, როგორც კულტურული კოდის სისტემისა, რომელიც აერთიანებს ისტორიულ გამოცდილებას, რიტუალებს, ეთიკურ ღირებულებებსა და საზოგადოებრივ ურთიერთობებს. საკვები ამ კონტექსტში აღიქმება არა მხოლოდ ყოველდღიურ საჭიროებად, არამედ მეხსიერების, იდენტობისა და კულტურული უწყვეტობის მატარებლად, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.


შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

ქართული გასტრონომიული კულტურა

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება