საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700

საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700

საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700
25 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

21.07.2026
სამშაბათი
20:00
15 ₾ - 120
15 ₾ - 120
ვრცლად

აღწერა

ჯუზეპე ვერდი - რეკვიემი
 

დირიჟორი: ზვიად ბოლქვაძე

Სოლისტები: იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია, რამაზ ჩიკვილაძე

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი

 

2026 წელს საქართველოში აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი. ეს ისტორიული მოვლენა წმ. ნინოს საქართველოში შემობრძანებას, იბერიაში ქრისტიანობის აღიარებასა და ქვეყნის კულტურულ პოლიტიკური განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. 

სწორედ ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება, რომელიც ერთიანდება პროექტში „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ და მოიცავს კლასიკური მუსიკის კონცერტებს. შესრულდება გუსტავ მალერის პეტრე ჩაიკოვსკის, ჯუზეპე ვერდის, მორის რაველის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, სულხან ნასიძისა და ზვიად ბოლქვაძისა ნაწარმოებები. 

კლასიკური მუსიკის კონცერტებში მონაწილეობას მიიღებს საფესტივალო ორკესტრი, სამების კათედრალის/საპატრიარქო/საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი. პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელები და დირიჟორები - სვიმონ ჯანგულაშვილი და ზვიად ბოლქვაძე. კონცერტებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული უცხოელი მუსიკოსები.

ფოტო და ვიდეო

საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700

ადგილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი — ოპერის სახლი ქ. თბილისში, საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება