2026 წელს საქართველოში აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი. ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება.
მიმდინარე წლის განმავლობაში კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტები. პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელები და დირიჟორები არიან: სვიმონ ჯანგულაშვილი და ზვიად ბოლქვეძე. შესრულდება პეტრე ჩაიკოვსკის, ჯუზეპე ვერდის, მორის რაველის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, სულხან ნასიძისა და ზვიად ბოლქვაძისა ნაწარმოებები.
კლასიკური მუსიკის კონცერტებში მონაწილეობას იღებს საფესტივალო ორკესტრი, მოწვეული უცხოელი მუსიკოსები, გუნდები.
18 სექტემბერს ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით საფესტივალო ორკესტრისა და აფხაზეთის კაპელის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონია N5, მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტი სოლ მაჟორი, ზვიად ბოლქვაძის მონოლოგი, სოლისტი ანდრია ბოლქვაძე.
ერონული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორია.
დავით აღმაშნებლის გამზირი N182
საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი, დაარსებული 1925 წელს და სახელწოდება მინიჭებული მის ლეგენდარულ დირიჟორ ევგენი მიქელაძის სახით, გამოდიოდა მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებთან ერთად პრესტიჟულ სცენებზე.
2005 წლიდან მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ნიკოლოზ რაჭველი.