1915 წელი. ორი რომანტიკულად განწყობილი ახალგაზრდა ავსტრალიის შეიარაღებულ ძალებში ერთიანდება. ინტენსიური მომზადების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს ეგვიპტის პირამიდებთან მდებარე უდაბნოში, მეგობრები გზავნილნი არიან პოლკში, რომელიც თურქეთის არმიის წინააღმდეგ იბრძვის. ისინი ჯერ არ იციან, რომ მათი გზა ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ბრძოლამდე — გალიპოლის ბრძოლამდე — მიდის.
პიტერ უირი მშვიდად და აუჩქარებლად გვიყვება ამბავს მეგობრობაზე: ფილმის უმეტეს ნაწილში ვხედავთ არა გმირულ შეტაკებებს, არამედ ახალგაზრდების ყოველდღიურ, მშვიდ ცხოვრებას. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით შემზარავია გააზრება იმისა, რომ პატივმოყვარე გენერლები და არისტოკრატი მაღალჩინოსნები ამ ახალგაზრდებს — ცხოვრების არდაგემოვნებულ მოხალისეებს — უბრალოდ ქვემეხის საკვებად აღიქვამენ.