მისამართი კ.მარჯანიშვილის ქ. 4, 0105 თბილისი,
სამუშაო დღეები: ყოველი დღე,
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ;
1999 წლის 21 მარტს ქ. თბილისში, მარჯანიშვილის ქ. N 4- ში საქართველის პრეზიდენტის ე. შევარდნაძის 1999 წლის 16 მარტის N188 განკარგულებით გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივით და ხელშეწყობით პოეტის დაკრძალვის დღიდან ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ – 1999 წლის 21 მარტს გაიხსნა.
დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959 წწ.) მემორიალური მუზეუმი განთავსებულია სახლში, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა (1935-1959 წწ.). მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელადაა აღდგენილი.
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო, 2020 წლის 22 ივლისიდან საჯაროდ გაიხსნა დამთვალიერებლებისა და დაინტერსებული პირებისთვის. მუზეუმში სრულად არის დაცული, როგორც სახლ-მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები: მუზეუმის საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, საგამოფენო ინსტალაციები გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება. მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია ფოტომასალა, ხელნაწერები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც გალაკტიონის ცხოვრების ერთგვარ მატიანეს წარმოადგენს.
„ახალგაზრდული ბარათის“ მფლობელთათვის, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით, ყველა მუზეუმში შესასვლელ ბილეთებზე მოქმედებს ფასდაკლება 20%-ის ოდენობით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე.
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
➢ ICOM-ის წევრებისთვის;
➢ პენსიონერთათვის;
➢ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
➢ 6 წლამდე ბავშვებისთვის;
➢ სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის;
➢ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებისათვის და მათთან გათანაბრებული პირებისათვის.