გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი

გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი

გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი
17ბ, ი. ჭაჭავაძის ქ.
advertising
ქართული

განრიგი

20.01.2026
სამშაბათი
18:30

აღწერა

„გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი“ – 20 იანვარს, 18:30 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ თეიმურაზ დოიაშვილისა და ნათია სიხარულიძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება.

🔹 გალაკტიონის ცხოვრება განსხვავებული და უცნაური რომ იყო, ეს მკითხველმა კარგად იცის. მაგრამ სად გადის ზღვარი მოარულ ლეგენდებსა და სინამდვილეს შორის? ამ კითხვაზე პასუხს ვერც პოეტის ოფიციალურ ბიოგრაფიებში იპოვით და ვერც მის შესახებ შეთხზულ მითებში.

🔹 ჩვენი წიგნის პერსონაჟი რეალური, მიწიერი გალაკტიონია – არა მარადისობის ბინადარი, არამედ – ადამიანი „რწმენით და იჭვით“.

🔹 დოკუმენტური მასალის – პოეტის დღიურების, ჩანაწერებისა და თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით შექმნილი ამბები გალაკტიონის ცხოვრების მოულოდნელ ეპიზოდებს გაგაცნობთ და ამ ფონზე წარმოგიდგენთ პიროვნებას, რომელიც არსებობას პერფორმანსად გარდაქმნიდა, რათა როგორმე გამკლავებოდა მარტოობას, უსამართლობას, შიშს...

🔹 „გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი“ ფართო სპექტრით წარმოაჩენს იმ შემოქმედს, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დასტამბული „არტისტული ყვავილებით“ ახალგაზრდობაშივე დაიპყრო პოეზიის თვალშეუდგამი მწვერვალები, შემდეგ კი სამშობლოში დატრიალებულ ქარიშხალთან განრიდება არც უფიქრია – ტოტალიტარულ სახელმწიფოში ისე იცხოვრა, „ერთი დღეც არ ჰქონია მშვიდი, უსატკივარო“.

📣 გელით, დასწრება თავისუფალია!

ფოტო და ვიდეო

გალაკტიონი – უჩვეულო და ჩვეულებრივი

ადგილი

შაქრო ბაბუა
„თეთრი ქალაქი“ – 5 ოქტომბერს, 17 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“, ნინო ცირამუას წიგნის წარდგენა გაიმართება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება