GAACI meets WAO თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
GAACI meets WAO

GAACI meets WAO

GAACI meets WAO
First Republic Square 1, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
ქართული

განრიგი

02.05.2026
შაბათი
09:00
30 ₾ - 80
30 ₾ - 80
ვრცლად
03.05.2026
კვირა
09:00
30 ₾ - 80
30 ₾ - 80
ვრცლად
04.05.2026
ორშაბათი
09:00
30 ₾ - 80
30 ₾ - 80
ვრცლად
05.05.2026
სამშაბათი
09:00
30 ₾ - 80
30 ₾ - 80
ვრცლად

აღწერა

 

2026 წლის 2-5 მაისს თბილისში გაიმართება ალერგიის, ასთმის და იმუნოლოგიის წარმოსადგენი საერთაშორისო კონგრესი "GAACI meets WAO", რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის შეხვედრას როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

აღნიშნული კონგრესის ფარგლებში მსოფლიო ალერგიის ორგანიზაცია (WAO) საკუთარ 75 წლის იუბილეს აღნიშნავს საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) მოწვევით.

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება გაერთიანებული სამეცნიერო ფორუმი:

1. ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV საიუბილეო ეროვნული კონგრესი;
2. ასთმისა და COPD-ის XI ევროპის კონგრესი;
3. V საერთაშორისო კონგრესი კორონავირუსული ინფექცია COVID-19: პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია;
4. საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის, საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს ფოტოდერმატოლოგიის და კანის კიბოს ასოციაციის კონფერენცია;
5. საქართველოს რესპირაციული ასოციაციის სიმპოზიუმი;
6. საქართველოს პედიატრთა ასოციაციის სიმპოზიუმი.

კონგრესის პროგრამა მოიცავს:
ნობელის პრემიის ლაურეატის - აარონ ჩეხანოვერის, WAO პრეზიდენტისა და ექს-პრეზიდენტების ლექციებს, ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციასთან გაერთიანებულ სიმპოზიუმსა და საერთაშორისო სპიკერების პრეზენტაციებს.

კონგრესი ტარდება ადგილზე (თბილისი, საქართველო) და ეძღვნება დარგის მნიშვნელოვან თარიღებს: ასთმის მსოფლიო დღეს, ალერგიის მსოფლიო კვირეულსა და იმუნოლოგიის მსოფლიო დღეს.

კონგრესში მონაწილეობა შეგიძლიათ ზეპირი/პოსტერული მოხსენებით ან მოხსენების გარეშე.

კონგრესზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ფორმა: https://forms.gle/69poLbud1dzHbJ8bA

კონგრესზე აბსტრაქტის წარსადგენად გთხოვთ შეავსოთ ფორმა: https://forms.gle/9JsDSBMqtavghf268

ასოციაციაში გაწევრიანება: 
საკიას წევრობა მოქმედებს საწევრო თანხის გადახდიდან 1 წლის განმავლობაში; 
ყველა წევრი შესაბამის ელექტრონულ მისამართზე მიიღებს საწევრო სერტიფიკატს, რომელიც ვალიდური იქნება 1 წლის განმავლობაში.

ასოციაციაში გაწევრიანებისთვის გთხოვთ გახსნათ მითითებული ბმული და შეავსოთ განაცხადი: https://forms.gle/7LsVem59VFRYWwMB8

ასოციაციის რეკვიზიტებია:
ასოციაციის ანგარიში: ს.ს „საქართველოს ბანკი“,
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE79BG0000000818116400GEL
საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია

გთხოვთ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ: gaaci2014@gmail.com

 

ფოტო და ვიდეო

GAACI meets WAO

ადგილი

Radisson Blu Iveria Hotel
ეს სასტუმრო მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის, თბილისის შუაგულში, ულამაზეს მდინარე მტკვარსა და მიმდებარე მთიანეთებს შორის და არის საუკეთესო ადგილი ქალაქით სრულფასოვნად ტკბობისთვის. ჩვენი 236 ნომერი და ლუქსი გთავაზობთ უფასო მაღალსიჩქარიან Wi-Fi-ს და მთაწმინდის, ქალაქის ისტორიულ ბორცვს ან მდინარის ლანდშაფტის განსაცვიფრებელ ხედებს. გამოდით გარეთ და აღმოაჩინეთ რესტორნები, მაღაზიები და ღამის ცხოვრება რუსთაველის გამზირზე. შეგიძლიათ მოინახულოთ ახლომდებარე ატრაქციონები, როგორიცაა ძველი ქალაქი და ნარიყალას ციხე. მიირთვით იტალიური სამზარეულო რესტორანში Filini ან აზიური ფუჟენ სამზარეულო რესტორანში Umami. სცადეთ ბედი Iveria Casino-ში ან მიირთვით პრემიუმ პროცედურები Anne Semonin Spa-ში. დაისვენეთ გამაგრილებელ გარე აუზში ან ეწვიეთ სახურავზე უსასრულო აუზს, რომელიც მდებარეობს სასტუმროს მე-18 სართულზე, ქალაქის განსაცვიფრებელი ხედებით. საქმიანი მოგზაურებისთვის და ღონისძიებების დამგეგმავებისთვის, ჩვენ ვთავაზობთ სრულად აღჭურვილ ბიზნეს ცენტრს, ასევე 9 შეხვედრის დარბაზს, მოქნილ სამეჯლისო დარბაზს და კვების ოფციებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება