წარმოსახვის ფუნქციები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
წარმოსახვის ფუნქციები

წარმოსახვის ფუნქციები

წარმოსახვის ფუნქციები
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
ქართული

განრიგი

14.04.2026
სამშაბათი
20:00
50

აღწერა

14 აპრილს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოლოგ, კოგნიტურ-ბიჰევიორულ ფსიქოთერაპევტ ანა ღვინიანიძესთან თემაზე: „წარმოსახვის ფუნქციები"


წარმოსახვა ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია ის ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანი ამუშავებს გამოცდილებას, ემოციებსა და ურთიერთობებს. ამ ლექციაზე განვიხილავთ, რა როლი აქვს წარმოსახვას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ შეიძლება ის იქცეს როგორც შინაგან თავშესაფრად, ასევე ქცევის, გადაწყვეტილებებისა და მოქმედების ერთგვარ „სამზადისად“. საუბარი შეეხება იმასაც, თუ როგორ ეხმარება ან ზოგ შემთხვევაში როგორ ართულებს წარმოსახვითი პროცესები საკუთარ თავთან, სხვებთან და გარემოსთან კავშირის დამყარებას.


ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წარმოსახვის როლს ფსიქიკური მდგომარეობებისა და გარკვეული ფსიქოლოგიური სირთულეების კონტექსტში. ასევე განვიხილავთ თანამედროვე რეალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას, როგორ ურთიერთქმედებს ადამიანის წარმოსახვა ხელოვნურ ინტელექტთან და რა ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ეს ურთიერთობა.


🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო


შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

წარმოსახვის ფუნქციები

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება