XM Global Collaborative"- ის წევრებისთვის ღონისძიებაზე დასწრება უფასოა
მომხმარებლის მოგზაურობიდან სტრატეგიულ გადაწყვეტილებამდე: როგორ იქცევა გამოცდილება ბიზნეს სტრატეგიად
დღევანდელ კონკურენტულ გარემოში მომხმარებლის გამოცდილების მართვა აღარ არის მხოლოდ ოპერაციული ამოცანა— ის წარმოადგენს სტრატეგიულ კომპეტენციას, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის მდგრად ზრდას, კონკურენტულ პოზიციას და მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობას.
ვორქშოფის ფარგლებში განვიხილავთ, როგორ შეიძლება Customer Journey-ის სისტემური ანალიზი და მომხმარებელთან ურთიერთქმედების კრიტიკული ეტაპების(Touchpoints) იდენტიფიცირება, რათა ორგანიზაციებმა შეძლონ გამოცდილების მონაცემების გარდაქმნა სტრატეგიულ ცოდნად და ბიზნეს გადაწყვეტილებებად.
შეხვედრის დროს მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ მიდგომებს:
• მომხმარებლის მოგზაურობის რუკის მნიშვნელობას (Customer Journey Mapping)
• კრიტიკული შეხების წერტილების იდენტიფიცირებას
• გამოცდილებაზე დაფუძნებული მონაცემების ინტერპრეტაციას
• გამოცდილების ინტეგრირების სტრატეგიული გადაწყვეტილებების პროცესში
ღონისძიება განკუთვნილია პროფესიონალებისა და ლიდერებისთვის, რომლებიც მუშაობენ შემდეგ მიმართულებებში:
• Customer Experience (CX) ლიდერები და პრაქტიკოსები
• Product & Service Design
• Marketing & Brand Strategy
• Customer Success
• ბიზნეს სტრატეგიისა და ტრანსფორმაციის ლიდერები
• HR და Employee Experience
• სტარტაპები და ინოვაციური გუნდები
ღონისძიება ასევე წარმოადგენს სივრცეს პროფესიული დიალოგისთვის, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან Experience Management-ის პრაქტიკოსები, ბიზნეს ლიდერები და ინოვაციური გუნდები, რომლებიც საქართველოში მომხმარებლის გამოცდილების განვითარებაზე მუშაობენ.
ღონისძიება ტარდება XMGlobal Collaborative Georgia Chapter-ის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში Experience Management-ის ეკოსისტემის განვითარება და პროფესიონალების დაკავშირება.
1. Welcome Coffee & Networking
მონაწილეთა მიღება, გაცნობითი კომუნიკაცია და ყავის სესია.
2. Opening Remarks
ღონისძიების გახსნა და XMGlobal Collaborative Georgia Chapter-ის მოკლე წარდგენა.
3. Keynote Session
მომხმარებლის მოგზაურობიდან სტრატეგიულ გადაწყვეტილებამდე: გამოცდილების გარდაქმნა ბიზნეს სტრატეგიად
სპიკერი: სოფი ჩხაბერიძე
სესიის ფარგლებში განვიხილავთ, როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს მომხმარებლის მოგზაურობის(Customer Journey) სისტემური ანალიზის, კრიტიკული შეხების წერტილების(Touchpoints) იდენტიფიცირების და გამოცდილებაზე დაფუძნებული მონაცემების გამოყენებით შექმნან უფრო ძლიერი და სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებები.
4. Workshop Framework
Customer Journey Mapping-ის მეთოდოლოგიისა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ჩარჩოს წარდგენა.
5. ინტერაქტიული პრაქტიკული ვორქშოფი
მონაწილეები იმუშავებენ ჯგუფებში და შექმნიან საკუთარი კომპანიის მომხმარებლის მოგზაურობის(Customer Journey Map) გამარტივებულ მოდელს, სადაც გამოავლენენ გამოცდილების მნიშვნელოვან მომენტებს და სტრატეგიულ შესაძლებლობებს.
ფასილიტატორები:
XMGlobal Collaborative Georgia Team
• მარიკა გაჩეჩელაძე – VP Experience & Engagement
• დიანა კუტუბიძე – VP Marketing & Communications
6. მოდერირებული დისკუსია და გამოცდილების გაზიარება
მონაწილეები გააზიარებენ დაკვირვებებს, პრაქტიკულ გამოცდილებას და იმ გამოწვევებს, რომლებიც ორგანიზაციებს გამოცდილების მართვის პროცესში ხვდებათ.
7. დასკვნითი შეჯამება და ძირითადი დასკვნები
შეჯამება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მომხმარებლის გამოცდილების გარდაქმნა სტრატეგიულ ბიზნეს გადაწყვეტილებებად.
8. Networking & Community Conversation
დასკვნითი ქსელური კომუნიკაცია და პროფესიული დიალოგი XMGlobal Collaborative საზოგადოების ფარგლებში.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება