ფრანკენშტეინი — მწერლის ავტოპორტრეტი: ახალი ქმნილება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფრანკენშტეინი — მწერლის ავტოპორტრეტი: ახალი ქმნილება

ფრანკენშტეინი — მწერლის ავტოპორტრეტი: ახალი ქმნილება

ფრანკენშტეინი — მწერლის ავტოპორტრეტი: ახალი ქმნილება
1, ვ. პეტრიაშვილის ქ.
ბილეთის ფასი
დან50 ₾
ქართული

განრიგი

09.11.2026
ორშაბათი
20:00
50 ₾
10.11.2026
სამშაბათი
18:00
50 ₾

აღწერა

მერი შელის ნაწარმოების მიხედვით

იდეა, დრამატურგია და შესრულება: მარგარიტა სალტამაკია


ორიგინალური ცოცხალი მუსიკა: რობინ ბრესანი — ელექტრო გიტარა; ალი სალვიონი — პერკუსია


დრამატურგი: კრისტინა გალბიატი

კოსტიუმების მხატვარი: მარიანა პერუცო

განათების დიზაინი: მარციო პიკეტი


პროდიუსერები: Teatro Sociale Bellinzona – Bellinzona Teatro და LaTâche21

ხანგრძლივობა: 60 წუთი, შესვენების გარეშე

 

ბილეთი მოქმედებს ერთ პირზე. დარბაზში ადგილები დასაჯდომია, თუმცა არ არის დანომრილი — მაყურებელი ადგილს თავისუფალი არჩევანის პრინციპით იკავებს.


მერი შელი წერს ეპოქაში, რომლის ინტელექტუალურ და ლიტერატურულ სივრცეს თითქმის მთლიანად მამაკაცები განსაზღვრავენ. და სწორედ აქ იძენს „ფრანკენშტეინის“ მთავარი აქტი — სიცოცხლის შექმნა — განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ახალგაზრდა ქალი წერს კაცზე, რომელსაც სურს შექმნას სიცოცხლე ქალის გარეშე. ვიქტორ ფრანკენშტეინი ითვისებს შემოქმედის ძალაუფლებას, მაგრამ ქმნილების დაბადებისთანავე მის წინაშე პასუხისმგებლობას გაურბის. ამგვარად, რომანი სვამს კითხვას, რომელიც დღესაც საოცრად თანამედროვედ ჟღერს: საკმარისია შეგეძლოს რაღაცის შექმნა, რომ მისი შექმნის უფლებაც გქონდეს? და რა პასუხისმგებლობა ეკისრება შემოქმედს?


მარგერიტა სალტამაკია სცდილობს გამოიკვლიოს ურთიერთობა მერი შელის და მისი ქმნილების — ვიქტორ ფრანკენშტეინის — შორის, შემდეგ კი თავად ვიქტორ ფრანკენშტეინისა და მის მიერ შექმნილი არსების ურთიერთობა. ამ ორმაგი სარკის საშუალებით ავტორი და ქმნილება ერთმანეთის ანარეკლებად იქცევიან.კრიტიკის შეფასებით, ეს არის მერი შელის შედევრის „ინტენსიური და პირადი გადაკითხვა“ — დეტალებზე განსაკუთრებული სიზუსტით აგებული წარმოდგენა, რომელსაც ძალუძს მაყურებლის მოხიბვლა და მისი „ფრანკენშტეინის“ სამყაროს მიმართ ახალი სიყვარულის გაჩენა

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 14+

ფოტო და ვიდეო

ფრანკენშტეინი — მწერლის ავტოპორტრეტი: ახალი ქმნილება

ადგილი

ღვინის ქარხანა
უზარმაზარი ღვინის პროექტი საქართველოს დედაქალაქში: რესტორნები, მაღაზიები და არქიტექტურული ძეგლი. 1896 წლიდან
ამ ადგილის ყველა ღონისძიება