ფოტოგამოფენა
გამოფენა

ფოტოგამოფენა "სამხედრო კიევი" 

22 და 23 იანვარს მაყურებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს გამოფენა „სამხედრო კიევი“ საქართველოს ეროვნულ საპარლემენტო ბიბლიოთეკაში.   25 იანვარს გამოფენას უმასპინძლებს ასოციაცია „ქართლის ხმა“ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.   27 იანვარს კი გამოფენა გადაინაცვლებს ყვარელში, სადაც მისი მასპინძელი იქნება ყვარელის  ევრო კლუბი (Euro Club Kvareli).   სულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კიევის დამცველების, უკრაინული და საერთაშორისო მედიის ფოტოჟურნალისტების მიერ გადაღებული 30-მდე ნამუშევარი.   გამოფენის „სამხედრო კიევი“ მხარდამჭერები არიან უკრაინის საელში საქართველოში, ქართულ უკრაინული პლატფორმა და თომა ჩაგელიშვილის სტუდია.  კონტაქტი მედიისთვის:  ნინო წითლანაძე, ქართულ-უკრაინული პლატფორმა - 593 75 03 49  ვიკტორია ქავჟარაძე, თომა ჩგელიშვილის სტუდია - 577 22 83 70
ფოტოგამოფენა "სამხედრო კიევი" 
Mikheil Javakhishvili (former Elbakidze), 8, Tbilisi
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

ფოტოგამოფენა „სამხედრო კიევი“ 

პირველად ჩამოვა საქართველოში 

ამასთან დაკავშირებით 18 იანვარს 17.00 საათზე უკრაინულ სახლში გაიმართება მრგვალი მაგიდა,  სადაც პროექტის ავტორები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ გამოფენის კონცეფციას და ჟურნალისტების კიხვებს უპასუხებენ.  

ფოტოგამოფენა „სამხედრო კიევი“ მოგვითხრობს უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე 2022 წლის თებერვალ-მარტში, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებზე და მამაცი კიეველების ცხოვრებაზე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.  

გამოფენის კურატორები არიან უკრაინელი ჟურნალისტები ნატალია იშჩენკო (გუმბა) და სერგეი მორუგინი.  

ნატალია იშჩენკო (გუმბა) წარმოშობით სოხუმელია. 90-იანების დასაწყისში მას მოუწია მშობლიური ქალაქიდან გაქცევა უკრაინაში. მასთან ერთად მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ასტამურ გუმბა იყო. 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ასტამური მოხალისედ წავიდა საბრძოლველად, და იმავე წლის ივნისში გმირულად დაიღუპა ხარკოვის მახლობლად. გამოფენა, რომელსავ ქართველი მაყურებელი ნახავს, ასტამურ გუმბას სახელობის მშვიდობის ფონდის ეგიდითაა შექმნილი და მის ხსოვნას ეძღვნება.  

ფოტო და ვიდეო

ფოტოგამოფენა

ადგილი

ქართულ-უკრაინული პლატფორმა (უკრაინული სახლი)
ქართულ-უკრაინული პლატფორმა (უკრაინული სახლი)
Mikheil Javakhishvili (former Elbakidze), 8, Tbilisi
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელიც მდებარეობს თბილისში, უკრაინის სახლში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.