სტანდარტის მენეჯერი მე-12 ნაკადი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სტანდარტის მენეჯერი მე-12 ნაკადი

სტანდარტის მენეჯერი მე-12 ნაკადი

სტანდარტის მენეჯერი მე-12 ნაკადი
ბილეთის ფასი
დან770
ქართული

განრიგი

07.09.2026
ორშაბათი
19:00
770

აღწერა

დაიწყო რეგისტრაცია მე-12 ნაკადის მიღებაზე
გაიარე სურსათის უვნებლობის სტანდარტის მენეჯერის სასწავლო კურსი,შეისწავლე ISO 22000:2018 და HACCP. გახდი წარმატებული მენეჯერი და დაიკავე შენი ადგილი სასურსათო ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციაზე. 

ℹ️ სასწავლო კურსი შედგენილია საერთაშორისოდ აღიარებულ თეორიული მასალების ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების პრინციპებზე. სასწავლო მასალები შეიცავს ტრენერთა მიერ წლების განმავლობაში დაგროვებულ თეორიულ მატერიალებსა და პრაქტიკულ-რეალისტურ ბიზნეს ქეისებს.თითოეულ სასწავლო - სალექციო დღეში გათვალისწინებულია მონაწილეთა აქტიური ჩართულობა და კითხვა - პასუხის რეჟიმები / სასწავლო კურსი შედგება 15 სემინარისაგან

❓ ვისთვის არის სასწავლო კურსი განკუთვნილი
➡️ ყველას, ვისაც სურვილი აქვს გახდეს წარმატებული სურსათის უვნებლობის მენეჯერი და განაგრძოს თავისი კარიერული წინსვლა აღნიშნული მიმართულებით 
➡️ აგრეთვე მათ ვისაც თავიანთი ცოდნის განმტკიცება და ახალი შესაძლებლობების მიღება სურს

✅ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ :
• კონსულტაცია გაუწიოთ სხვადასხვა ტიპის ბიზნესოპერატორებს სასურსათო ინდუსტრიაში
• მიიღოთ მონაწილეობა HACCP - ის სისტემის და ISO 22000:2018 სტადნარტის შემუშავებას, დანერგვასა და მართვაში
• შეიმუშაოთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა
• გასცეთ კვალიფიციური რეკომენდაციები ბიზნესოპერატოებისათვის სურსათის უვნებლობის რისკების და ხარვეზების აღოსაფხვრელად

✅ სწავლების მეთოდები:
👉ონლაინ ლექცია
👉ონლაინ სემინარი
👉ვერბალური მეთოდი
👉დემონსტრირების მეთოდი
👉შემთხვევის ანალიზი
👉პრეზენტაცია
👉ჯგუფური მუშაობის მეთოდი
👉როლური თამაშები
👉დისკუსია/დებატები
👉 პრაქტიკული მუშაობის მეთოდი

👨‍🏫 კურსს წარუძღვებიან სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ბეღელაძე და ცენტრის ტრენერ-კონსულტანტები

📍 ტრენინგის ხანგრძლივობა - 45 საათი / + სასერტიფიკატო გამოცდა / 2 თვე
📅 ჩატარების თარიღი : 07 სექტემბერი 2026 წელი - 06 ნოემბერი 2026 წელი 
🕖დაწყების დრო : 19 სთ 00 წთ
🕖დასრულების დრო : 22 სთ 00 წთ
🖥 ჩატარების ადგილი : ZOOM ( ონლაინ )
💵 მონაწილეობის საფასური 770 GEL

🔗 ბმული დეტალებისათვის : https://forms.gle/hRAPFeHMnY4kuF9z7

🔖სასწავლო კურსის დასრულების და სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სწავლების დამადასტურებელ სერტიფიკატს ✅
🥳 წარმატებულ კურსდამთავრებულებს მომართვის შემთხვევაში გაეწევათ რეკომენდაცია სხვადასხვა ორგანიზაციებთან.
______________________
📧 contact@foodsafety.ge
📲 591 54 51 64

ფოტო და ვიდეო

სტანდარტის მენეჯერი მე-12 ნაკადი

ადგილი