შრიფტის ადაპტციის ვორქშოფი, ქართული და უცხოური შრიფტების ჰარმონიზაცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
შრიფტის ადაპტციის ვორქშოფი, ქართული და უცხოური შრიფტების ჰარმონიზაცია

შრიფტის ადაპტციის ვორქშოფი, ქართული და უცხოური შრიფტების ჰარმონიზაცია

შრიფტის ადაპტციის ვორქშოფი, ქართული და უცხოური შრიფტების ჰარმონიზაცია
Tbilisi, Georgia
advertising
ქართული

განრიგი

21.02.2026
შაბათი
11:00
22.02.2026
კვირა
11:00

აღწერა

გრაფიკულ და ბრენდ დიზაინერებს, სტუდენტებს და ყველას, ვისაც აინტერესებს ტიპოგრაფია, შრიფტის დიზაინი ან ფონტის ინჟინერია, გეპატიჟებით ორდღიან პრაქტიკულ ვორქშოფზე, სადაც ვისწავლით, როგორ იქმნება ხარისხიანი ქართული ადაპტაცია უკვე არსებული ლათინური შრიფტის სტილში.

ვორქშოფის განმავლობაში:

● გავეცნობით შრიფტის დიზაინის ძირითად პრინციპებს
● დავინახავთ, როგორ მუშაობს მრავალდამწერლობიანი შრიფტი როგორც სისტემა (პროპორციები, კონტრასტი, რიტმი, „ხმა“);
● ავაანალიზებთ რეალურ მაგალითებს და ტიპურ შეცდომებს ქართულ ადაპტაციებში;
● შემდეგ კი პრაქტიკაში: შერჩეული ლათინური შრიფტის საფუძველზე ავაწყობთ ქართულ ასოებს და შევქმნით სამუშაო ქართულ ვერსიას Glyphs-ში.

ვორქშოფს გაუძღვებიან: აკაკი რაზმაძე და ალექსანდრე ჩარკვიანი, დიზაინერები Google-თან, Monotype-სა და Typotheque-თან მუშაობის გამოცდილებით.

მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ვექტორულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, ხოლო Glyphs-ის ცოდნა არ არის საჭირო.

მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტექნიკითა და Glyphs-ის ლიცენზიებით (Glyphs-ის მხარდაჭერით).

ადგილი: მერაბ ალექსიძის 10, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის GAU-ს შენობა 0 სართული

თარიღი/დრო: 21 - 22 თებერვალი, 11:00 - 16:00

რეგისტრაცია და დეტალები: https://geolab.edu.ge/courses/font-adaptation/

კონტაქტი: education@geolab.edu.ge | +995 577 67 04 04

ფოტო და ვიდეო

შრიფტის ადაპტციის ვორქშოფი, ქართული და უცხოური შრიფტების ჰარმონიზაცია

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება