"კვალდაკვალ" (ქორეოგრაფიული მოგზაურობა) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo

"კვალდაკვალ" (ქორეოგრაფიული მოგზაურობა)

"კვალდაკვალ" (ქორეოგრაფიული მოგზაურობა)
18 Queen Tamar Avenue, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

09.08.2026
კვირა
18:00
30

აღწერა

"კვალდაკვალ" — ქორეოგრაფიული მოგზაურობა საქართველოს კულტურული მეხსიერების კვალდაკვალ.


დადგმა შთაგონებულია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლით, რომლის წყალობითაც საქართველოს კულტურული საგანძური გადარჩა. წარმოდგენაში გადარჩენილი არტეფაქტები პორტალებად იქცევა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ეპოქასა და კუთხეში გვამოგზაურებს.


ქართული ფოლკლორული ცეკვა და თანამედროვე პლასტიკა ერთიანდება ისტორიად კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც დღემდე ცოცხლობს.


დადგმა 8 დღეში შეიქმნება "ILETI"-ს საერთაშორისო საზაფხულო საცეკვაო ბანაკის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება. წელს პროექტი 6 ქვეყნის მონაწილეებს გააერთიანებს, რომლის ფარგლებშიც ისინი ცეკვის ენის საშუალებით ქართულ კულტურას შეისწავლიან.


პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

ხანგრძლივობა: 70 წუთი

ფოტო და ვიდეო

ადგილი

ქალაქის თეატრი
"ქალაქის თეატრი" ახალი დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცეა, რომლის მთავარი მისიაა იყოს ხალხის ხმა, ისაუბროს დღევანდელ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ღიად და გახსნილად. გვინდა ხელოვნება ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოსახლეობის თითოეული წევრისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ თეატრი მაყურებელს ეკუთვნის! "ქალაქის თეატრი" მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც სპექტაკლების გარდა შესაძლებელია მოეწყოს გამოფენები, პრეზენტაციები, ვორქშოპები და სხვადასხვა ღონისძიებები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება