„რეისი LP 43-20“ რუმინელი ავტორის, ლუჩიან ბელიანუს „მოდარაჯე ძაღლების“ მიხედვით შექმნილი პიესაა.
ეს დრამატული, ადამიანური ტრანვებით გაჯერებული ისტორია აეროპორტში ვითარდება. სიუჟეტური ქარგა შემდეგია: აეროპორტის ორ თანამშრომლეს - ხანდაზმულ ძია ჟორასა და ახალგაზრდა პავლეს, უცნობი ქალი - დიანა, ლისაბონში გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ბორტამდე მიღწევას თხოვს.
დიანას სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, რადგან სამი თვის მანძილზე არაფერი გაუგია ლისაბონში საშოვარზე წასული ქმრისაგან. რას მოიმოქმედებენ აეროპორტის თანამშრომლები, ან - როგორ გადაწყდება დიანას ბედი? ზოგადათ, რას უქადის ჩვეულებრივ ადამიანებს თავისი ყოველდღიური, ჩვეულებრივი პრობლემებით დახუნძლული ცხოვრება, რომელიც, კაცმა რომ თქვას, თითქოს ცაშია გამოკიდებული და რეალური საყრდენი არ გააჩნია?
რეჟისორი ანდრო ენუქიძე, მარადიულმა კითხვამ ჩააფიქრა, რადგან, ეკლესიასტეს ამაოება ამაოებისა არ იყოს, წარმავალობაზე მარადიული მართლაც არაფერია.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.