საფრანგეთის კულინარიული ტრადიციები, დახვეწილი გემოები და ფრანგული მუსიკა, 19 ივნისს, ქორთიარდ თბილისში, ერთ საღამოში გაერთიანდება. ჩვენი შეფ-მზარეულები გიწვევენ გასტრონომიულ მოგზაურობაში, რომელიც იწყება კლასიკური სალათა „ნისუაზით“, გრძელდება ტრადიციული, წითელ ღვინოში, ნელ ცეცხლზე მომზადებული ქათმით (Coq au Vin) და სრულდება ჰაეროვანი ფრანგული დესერტით — „მილფეით“.
საღამოს ატმოსფეროს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს ცოცხალი მუსიკა — მომღერალი და პიანისტი, რომლებიც თქვენთვის ცნობილ ფრანგულ ჰიტებს შეასრულებენ. საგანგებოდ შერჩეული მენიუ, ბოკალი მშრალი თეთრი ღვინო და მუსიკა ერთად შექმნის იმ განსაკუთრებულ განწყობას, რომელსაც ქორთიარდ თბილისი ამ საღამოსთვის გთავაზობთ.
შემოგვიერთდით ფრანგული სამზარეულოს, მუსიკისა და სასიამოვნო მომენტების გასაზიარებლად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - +995 577 30 00 66.
ბილეთის ფასი: 90 ლარი (მოიცავს სრულ სეტ მენიუს და სასმელს).
6 წლამდე ბავშვები ნახევარ ფასად დაესწრებიან ვახშამს.