Flags Tell Stories თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Flags Tell Stories

Flags Tell Stories

Flags Tell Stories
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან10
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

25.08.2026
სამშაბათი
15:00
10

აღწერა

ქართული ხუთჯვრიანი დროშა უძველესია დანიის დროშის „დანებროგი“-ს შემდეგ. „ეს დამტკიცებულია მსოფლიო ჰერალდიკის საბჭოს მიერ“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, ელდარ შენგელაიას ეკუთვნის, რომელიც საბჭოს 2004 წელს ხელმძღვანელობდა და რომელიც პირადად გაემგზავრა საფრანგეთში, პარიზში, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის კარტოგრაფიულ განყოფილებაში ორი პორტულანი, ანუ საგზაო რუკა ნახა ზედ დატანილი ხუთჯვრიანი დროშებით საქართველოს აღმნიშვნელად.


თბილისის მუზეუმების გაერთიანება - მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა „დროშები გვიამბობენ“ მოგიყვებათ დროშის ისტორიას, რომელიც ხუთ ათასწლეულს ითვლის. გაგაცნობთ, როგორი იყო პირველი დროშა, საუკუნეების მანძილზე როგორი ტრანფორმაცია განიცადა; როდის გახდა სახელმწიფოს სიმბოლო; რომელია ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშები; როგორი იყო დავით აღმაშენებლის თუ თამარ მეფის დროშები.

ფოტო და ვიდეო

Flags Tell Stories

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება