მთავარი გმირი ოპერით არის შეპყრობილი. მას განუზრახავს თეატრის აშენება პერუს ჯუნგლების გულში და იქ თავად კარუზოს მოწვევა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ფიცკარალდომ თავი საფრთხისშემცველ ექსპედიციას შეაყენა.
„ფიცკარალდო“ ჰერცოგის ნამდვილი მანიფესტია — როგორც სიუჟეტით, ასევე წარმოუდგენელი გადაღებების პროცესით, რომლის დროსაც ყველა მონაწილე რეალურ საფრთხეს განიცდიდა. თავად რეჟისორი საკუთარ თავს „უსარგებლოს კონკისტადორად“ მოიხსენიებდა: ფაქტობრივად, მთავარი გმირი მისი პროტოტიპია. ჰერცოგისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ სცენა, სადაც ინდიელები მთაზე ხელით გადაათრევენ გემს, რეალურად გადაეღოთ სპეციალური ეფექტების გარეშე. სწორედ ამიტომ, ფილმში ნაჩვენები გემი ნამდვილია და მისი წონა 328 ტონას შეადგენს.