Fireflies x soooonspace - ემბიენთ მუსიკის სესია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Fireflies x soooonspace - ემბიენთ მუსიკის სესია

Fireflies x soooonspace - ემბიენთ მუსიკის სესია

Fireflies x soooonspace - ემბიენთ მუსიკის სესია
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან25
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

31.01.2026
შაბათი
19:00
25

აღწერა

ამჯერად, fireflies ემბიენთ ლაივ სესიების სერია ევნაგელისტური ეკლესიის შემდეგ Soooon Space-ში, უფრო მყუდრო, მაგრამ კვლავ ატმოსფერულ გარემოში გადაინაცვლებს. ემბიენთ და ექსპერიმენტულ ლაივებს სხვადასხვა ტექნიკით და მეთოდოლოგიით შეასრულებენ - AGAVA, Marching Dog და Evgeny Bylina. 
 

საგამოფენო სივრცეში ასევე წარმოდგებილი იქნება იქნება ანკა ოდიშელიძის (ann_is_lost)ნამუშევრები რომლებიც გაერთიანებულია სერიაში “შენ ყოველთვის იქნები”
 

სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია


არტისტები 

Marching Dog

ალბათ, უკვე გსმენიათ TOYSOP RECORDS-ის და მის ქვეშ გაერთიანებული არტისტების შესახებ - GEORGINA BEASTLY, GRB3, MINDORI, TWO PROFESSORS და სხვები. შეიძლება იცოდეთ, შეიძლება არა, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ლეიბლის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ლევან ჯავახიშვილი დგას.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ხანდახან მასაც სჭირდება ჩვენგან გაქცევა - და სწორედ ამ დროს იბადება MARCHING DOG. DOG კი ლევან ჯავახიშვილია თავისი გიტარითა და გაჯეტების დიდი კოლექციით, რომელიც გზას იკვალავს ღრმა სფეისიდან 21-ე საუკუნის ფსიქოდელიის მშვიდ, პასტორალურ სივრცეებამდე.

AGAVA
AGAVA ეს არის ექსპერიმენტალური მოდულარ სინთ პროექტი, რომელიც სრულად ფოკუსირებულია ლაივ პერფორმანსზე. იქიდან გამომდინარე, რომ ლაივის დროს ჩაწერა არ ხდება, AGAVA ქმნის უნიკალურ გამოცდილებას უშუალოდ მომენტში - ამიტომ არც ერთი პერფორმანსი არ ჰგავს ერთმანეთს.

AGAVA მსმენელს საშუალებას აძლევს სრულად ჩაერთოს მუსიკაში და შეიგრძნოს თითოეული სესიის ენერგია. რეზონანსის, ემბიენტური ხმოვანი ლანდშაფტების, საუნდტრეკ ტექსტურების, noise-ის, და იმპროვიზაციის ელემენტების შერწყმით, გვთავაზობს ღრმა, მედიტაციურ ხმოვან გამოცდილებას, რომელიც პერფორმანსის დასრულების შემდეგაც დიდხანს რეზონირდება შენში.

ევგენი ბილინა
ევგენი ბილინა კულტურის თეორეტიკოსი და მუსიკოსია, რომელიც მეხსიერებასა და ნოსტალგიას ხელოვნებისა და მეცნიერების პრიზმით იკვლევს. ჰაუნტოლოგიისა და მოსმენის ფენომენოლოგიის კონცეფციებზე დაყრდნობით, ევგენი იკვლევს, თუ როგორ რეზონირდება წარსული თანამედროვე ხმის კულტურაში, რაც იწვევს დავიწყებული ან რეპრესირებული მოვლენების მოგონებებს. მისი მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც ის „Love Ambient“-ს უწოდებს, ადრეულ გოთურ მგრძნობელობას Lo-fi ელექტრონიკასთან და დიდი ხნის წინ დავიწყებული რომანტიკული პოპ მუსიკის ლუპებთან აერთიანებს.

მომავალ ლაივ სესიაზე ბილინა წარადგენს თავის ალბომს „Accidental Meetings“, რომელიც გასულ წელს გამოვიდა მონრეალის ემბიენტ ლეიბლზე Florina Cassettes. ამ წარმოდგენაში ევგენი იმუშავებს დამამშვიდებელ მარცვლოვან ტექსტურებთან, რადიო მანიპულაციებთან, Loop ჩანაწერებთან და ელექტრო პიანოსთან ერთად.

ანკა ოდიშილიძე
ანკა ოდიშილიძე (Ann Is Lost) ქართველი ვიზუალური არტისტი და კომპოზიტორია, თავდაპირველად ის სწავლობდა და დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. აქვს მოდის დიზაინის მაგისტრის ხარისხი მილანის დომუსის აკადემიიდან. მოდის ინდუსტრიაში 5-6 წლიანი მუშაობის შემდეგ, მან დაიწყო მუსიკის შექმნა მოდის ჩვენებებისთვის, რითაც თავის პრაქტიკაში ახალი აუდიოვიზუალური მიმართულებას დაუდო საფუძველი

“შენ ყოველთვის იქნები” - სადაც ‘შენ’ იგულისხმება როგორც შინაგანი ბავშვი, რომელსაც ჭირდება მოსმენა და ზრუნვა ან უბრალოდ დასვენება.

გამოფენის კონცეფცია წარმოიშვა წარმოსახვით სამყაროში, ბავშვობაში და უძილო ღამეებში, ბუნებაში, ტყეებში და ცხოველებში,

არაფერი განსაკუთრებული.. უბრალოდ შეგახსენებ რომ ‘შენ ყოველთვის იქნები.. ცოცხალი და თავისუფალი როგორც ბავშვი.

ფოტო და ვიდეო

Fireflies x soooonspace - ემბიენთ მუსიკის სესია

ადგილი

თბილისი
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება