Fireflies ემბიენთ ცოცხალი სესიების სერიაა, რომელიც სხვადასხვა, არატრადიციულ ადგილებში ჩატარდება. ის ეფუძნება იდეას, რომ შეიქმნას ატმოსფერული სივრცე მოსასმენად და დასაკვირვებლად.
პირველ სესიაზე, რომელიც თბილისში, ევანგელისტურ-ბაპტისტურ ტაძარში გაიმართება წარდგება 4 არტისტი, ლაივ და აუდიოვიზუალური პერფორმანსებით.
Ely Ann - მულტიმედია არტისტია, რომელსაც აქვს მოდის დიზაინისა და არქიტექტურის განათლება. მისი ნამუშევრები იკვლევს ემოციას სტრუქტურის, გლიჩისა და თხრობითი ფორმის საშუალებით. მისი სადებიუტო EP გამოიცა Obseqvivm Records-ზე და მონაწილეობდა CES Records-ის კომპილაციაში Sleepers, Poets, Scientists. ახალი ალბომი კი Bored From Perfectionism, რომელიც გამოვიდა Toysop Records-ზე, ექსპერიმენტული ნამუშევარია, დაუმუშავებელი და სპონტანური სრულად ჩაწერილი ერთ ცოცხალ სესიაში.
Sacrament Grym - საუნდ-არტისტი და კომპოზიტორია, რომელიც ექსპერიმენტულ და ემბიენთ მუსიკაში მუშაობს. მისი ნამუშევრები იცვლება უხეშ და ჰაეროვან სტადიებს შორის. აერთიანებს საველე ჩანაწერებს, სინთეზურ ტექსტურებსა და მსუბუქ რიტმულ სტრუქტურებს.
Varar - ელექტრო-აკუსტიკური ფოლკ-ემბიენთ პროექტია სომხეთიდან, რომლის ავტორები მარი მარგარიანი (ქანუნი) და ნარეკ ბუნიათიანი (ელექტრონიკა) არიან. მათი თანამშრომლობა იკვლევს მომავლისა და წარსულის, სინთეტიკურისა და ბუნებრივის გადაკვეთის წერტილებს, ქმნის ეთერულ ხმოვან ლანდშაფტებს, სადაც ტრადიცია გარდაისახება რეზონანსსა და სინათლეში.
ასაკობრივი შეზღუდვა: 6+,
10 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ