Fireflies ემბიენთ/ექსპერიმენტალ ცოცხალი სესიების სერიაა, რომელიც სხვადასხვა, არატრადიციულ ადგილებში ჩატარდება. ის ეფუძნება იდეას, რომ შეიქმნას
ატმოსფერული სივრცე მოსასმენად და დასაკვირვებლად.
21 დეკემბერს მშვიდობის კათედრალ ევანგელისტურ-ბაპტისტურ ტაძარში ჩატარდება სამი ლაივ მუსიკალური პერფორმანსი: ნატალია ბერიძე, Simulya kr & TAN, და ალექსანდრ დემიანენკო'
ნატალი ბერიძე არის ქართველი კომპოზიტორი და სიმღერების ავტორი, რომელიც აღიარებულია, როგორც პირველი ქართველი ქალი ელექტრონული მუსიკოსი, რომელმაც ევროპაში ფართო ცნობადობა მოიპოვა. თავდაპირველად მუშაობდა ფსევდონიმით TBA (გერმანიაში 2002 წელს გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ) და გამოსცემდა მუსიკას ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა Monika Enterprise და ROOM40.
მისი შემოქმედება მოიცავს როგორც ელექტრონულ პროექტებს, ასევე კომპოზიციებს ფორტეპიანოს, ორკესტრისა და გუნდისთვის. ბერიძე თანამშრომლობდა ისეთ მნიშვნელოვან არტისტებთან, როგორებიც არიან რიუიჩი საკამოტო (Ryuichi Sakamoto) და თომას ბრინკმანი(Thomas Brinkmann). მისი მუსიკა ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი იყო BBC-ის დოკუმენტურ სერიალში - „თავიდან ვერ ამომდის“ (“Can’t get you out of my head”), ადამ კერტისის (Adam Curtis) მიერ. ამჟამად ის თანამშრომლობს ციურიხში დაფუძნებულ Kiosk Ensemble-თან.
ალექსანდრე დემიანენკო უკრაინელი არტისტია, რომელიც უკვე ათი წელია თბილისში მოღვაწეობს. ის ქმნის ფირის (კასეტის) ტექნოლოგიით შექმნილ ანალოგურ ამბიენტს, რომელიც შედგება მის მიერ ჩაწერილი ფილდ-ჩანაწერების, ბუნების ტექსტურების, საფორტეპიანო იმპროვიზაციისა და მოგონებებისგან. მისი ნამუშევრები მკაფიოდ ასახავს ბავშვობის ფოლკლორულ საწყისებსა და პირად ნოსტალგიას.
მისი შექმნილია კასეტ ლეიბლი - „Giraffe Tapes“ სადაც ის აყალიბებს გამორჩეულ მულტიმედია ხმას, სადაც მუსიკა, კინოფოტოგრაფია, მოძრავი გამოსახულება და ვიზუალური ნარატივი ერთ ემოციურ ველში ერთიანდება.
Simulya kr and TAN - ორი მეგობარი, საუნდ არტისტის, სპონტანური დუეტი. მათი შესრულება ეფუძნება დიალოგს, რომლის დროსაც ერთი უზიარებს მეორეს დაშორების პერიოდში მიღებულ გამოცდილებასა და მოგონებებს.
მუსიკაში ეს გამოიხატება დახვეწილი ფაქიზი ჟღერადობისა და ცოცხალი ექსპერიმენტალიზმით, ხმოვანი პეიზაჟების უწყვეტი ცვლით, ფონური ჩანაწერებით (found sounds) და ვოკალით.
არტისტები:
https://www.instagram.com/simulya__kr/
https://www.instagram.com/konophotography
https://www.instagram.com/ugochairs
https://www.instagram.com/chventhuniebi/
ასაკობრივი შეზღუდვა 6+
ღონისძიებაზე დასწრება 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასოა