ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება

ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება

ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 30
advertising
ქართული

აღწერა

„სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ“ — აზროვნების აკადემიისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ლექციათა ციკლია. სესიები დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია ბიზნესის რეგისტრაციამდე 

 სესიების ფარგლებში მეოთხე შეხვედრა გაიმართება 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é-ს თანადამფუძნებელ და გენერალურ დირექტორ გიგა ფაიქიძესთან თემაზე: „ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება“.

დაფინანსების მოძიება არ ნიშნავს მხოლოდ ფულადი რესურსების მოპოვებას — ეს არის სტრატეგიული პროცესი, რომელიც თქვენს იდეას რეალობად აქცევს. შეხვედრა მიმოიხილავს, რა ეტაპებია საჭირო წარმატებული დაფინანსებისთვის: როგორ შევადგინოთ მკაფიო ხედვა, როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი, შევაფასოთ რისკები და ჩამოვაყალიბოთ მიზნობრივი, არგუმენტირებული განაცხადი. ასევე განვიხილავთ საქართველოში ყველაზე გავრცელებულ დაფინანსების წყაროებს, მათ შორის: პირად და საგრანტო რესურსებს, კრედიტებს, საერთაშორისო პროგრამებს და ლიზინგს.

ვისაუბრებთ გავრცელებულ შეცდომებზე, რომლებიც ხშირად აფერხებს დაფინანსების მიღებას — მათ შორისაა დაუმუშავებელი იდეა, ზედაპირული ფინანსური მოდელი, არაზუსტი განაცხადები და არასწორი დაფინანსების წყაროს შერჩევა. შეხვედრა დაეხმარება მონაწილეებს გაიაზრონ, რომ წარმატება იწყება არა მხოლოდ ფულის მოპოვებით, არამედ ნდობის, კომპეტენციის და ღირებულებების გადაცემით ინვესტორებისა და პარტნიორებისადმი.

შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება