კინოკლუბი
ვუყურებთ პაოლო სორენტინოს ახალ ფილმს — „გრაცია“, თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის ნამუშევარს.
ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ მიიღო.
სიუჟეტის ცენტრშია იტალიის პრეზიდენტი მარიანო დე სანტისი — ადამიანი, რომელიც კარიერის დასასრულს უახლოვდება. წასვლამდე ცოტა დრო დარჩა, თუმცა სწორედ ახლა უწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებზეც ყველაფერი დამოკიდებულია: ევთანაზიის შესახებ კანონი, რომელმაც შესაძლოა ქვეყანა გაახლიჩოს, და ორი შეწყალების თხოვნა — მოხუცი კაცი, რომელმაც ცოლი ტანჯვის დასასრულებლად მოკლა, და ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი მოკლა.
