გეპატიჟებით 2026 წლის ბერლინის კინოფესტივალის მთავარი გამარჯვებულის ჩვენებაზე. ილქერ ჩათაქის ფილმმა „ყვითელი წერილები“ მოიპოვა „ოქროს დათვი“ და გერმანიის კინოპრემიის ცხრა ნომინაცია. რეჟისორი, რომელიც მაყურებელმა ოსკარზე ნომინირებული ფილმით „მასწავლებელთა ოთახი“ (The Teachers' Lounge) გაიცნო, ამჯერად წარმოგვიდგენს დაძაბულ სოციალურ-პოლიტიკურ დრამას ხელოვნების თავისუფლებასა და სახელმწიფო სისტემას შორის დაპირისპირების შესახებ.
ფილმი მოგვითხრობს თეატრის რეჟისორ აზიზსა და მის მეუღლეზე, მსახიობ დერიეზე. პრემიერაზე მომხდარი სკანდალის შემდეგ ისინი ერთ დღეში კარგავენ სამსახურს, საცხოვრებელსა და შემოსავალს. ფილმის სათაური — „ყვითელი წერილები“ — თურქეთში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალურ შეტყობინებებს უკავშირდება. იძულებული გახდებიან მშობლებთან გადავიდნენ და პროფესიული აკრძალვისა და მძიმე სოციალური პირობების ფონზე ოჯახის შენარჩუნებისთვის იბრძოლონ.
ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, სადაც ვისაუბრებთ: