ველები ადგილებია, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება; ისინი თავისუფლები არიან, განსჯისგან დაცლილნი. ისინი სიცოცხლესა და სიკვდილს წარმოადგენენ. გადაწყვეტილებების მიმღები სხვა ვინმეა. მსოფლიო არის ველი, რომელიც ჩვენს შიდა ველზე იბადება - სიყვარულიდან და შიშიდან. ისინი ერთმანეთს ბრძოლის ველზე ხვდებიან და შობენ მონატრებას, იმედს, სასოწარკვეთასა და ძალადობას. რასაც დასთესავ, იმასვე მოიმკი. ეს არის სათამაშო ველი სიყვარულის ძიებაში მყოფი თავისუფალი სულისთვის, რომელმაც არ იცის ვინაა. თავისი შეზღუდული შეგრძნებების ველით, ის დგას უსასრულო შინაგან და უსასრულო გარეგან სამყაროს შორის და, თავისი მტვრევადობით, მუდამ გზაზეა, შინ დაბრუნებისა და განკურნების ძიებაში - მზადაა ამისთვის მოკლას კიდეც. მაგრამ საბოლოოდ რჩება სიჩუმისა და უსაზღვრობის ველში, როგორც მაყურებელი.
პროექტი Per Forma გრანტის გამარჯვებულია, რომელიც შემუშავდა Kyiv Contemporary Music Days-ის მიერ, Performing Arts Fund NL-ისა და ნიდერლანდების განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. მისი მიზანია უკრაინაში საშემსრულებლო ხელოვნების სექტორის განვითარება.