14 ივლისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ დავით ზურაბაშვილთან თემაზე: „გადაღლა, ციფრული გარემო და შფოთვა თანამედროვე ცხოვრებაში"
დღევანდელ სამყაროში მუდმივი ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის ჭარბი ნაკადი და ცხოვრების დაჩქარებული ტემპი ხშირად გვაყენებს ემოციური და ფსიქოლოგიური გადატვირთვის წინაშე. გადაღლა, სტრესი და შფოთვა მრავალი ადამიანის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილად იქცა.
ლექციაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ციფრული გარემო, ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რა კავშირია ეკრანებთან გადატარებულ დროსა და ემოციურ კეთილდღეობას შორის, როგორ ამოვიცნოთ გადაღლისა და შფოთვის ნიშნები და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთან ეფექტურად გასამკლავებლად. შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ როგორც თანამედროვე კვლევების მიგნებებს, ისე პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლების დაგვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი ბალანსის, ემოციური მდგრადობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
ლექცია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები და სურს უკეთ გაიგოს თანამედროვე ცხოვრების გავლენა ჩვენს ემოციურ კეთილდღეობაზე.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.